ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქიმიური იარაღის საწარმოზე შეტევა მიიტანეს

ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქიმიური იარაღის საწარმოზე შეტევა მიიტანეს

არაბული მედიის ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალებმა სირიაში, ქიმიური იარაღის საწარმოზე შეტევა მიიტანეს.

საჰაერო შეტევა ღამით ცენტრალურ სირიაში, ჰამას რაიონში მდებარე ობიექტებზე განხორციელდა.

როგორც არაბული მედია აღნიშნავს, ისრაელის საჰაერო ძალებმა შეტევა ადგილობრივი დროით 02:30 საათზე განახორციელეს. მათ ასევე გაანადგურეს ტერორისტული ორგანიზაცია "ჰეზბოლასთვის" კუთვნილი შეიარაღების კოლონა.

არსებული ინფორმაციით, ისრაელის საჰაერო ძალების მთავარი სამიზნე სირიის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი იყო, სადაც რაკეტებისა და ქიმიური იარაღის განვითარება და წარმოება ხდება.

არაბული მედია ასევე აღნიშნავს, რომ საჰაერო შეტევის შედეგად დაშავებულებიც არიან.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროში უცხოურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე