თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

თავდაცვის სამინისტრო ავღანეთში დაჭრილი ქართველი სამხედროების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას ინფორმაციით, ავღანეთში გუშინ დაჭრილი 3 ქართველი ჯარისკაციდან ორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ერთის კი სტაბილურად მძიმე.

"ერთი სამხედრო მოსამსახურის მდგომარეობა არის სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაცია. დღესაც იგეგმება მორიგი ოპერაციის ჩატარება. აუცილებლობის შემთხვევაში ყველანაირი პირობაა, რათა შემდგომი მკურნალობის გაგრძელების მიზნით მისი გერმანიაში ტრანსპორტირება მოხდეს. რაც შეეხება კიდევ ორ სამხედრო მოსამსახურეს, მათი მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი", - განაცხადა იზორიამ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად, სამი ქართველი სამხედრო დაიჭრა.

როგორც თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თვითმკვლელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

მათივე ინფორმაციით, დაშავებული უფროსი ლეიტენანტი ივერი თამაზის ძე ბუაძის მდგომარეობა მძიმეა.

ტერორისტული აქტისას ასევე მსუბუქად დაიჭრნენ სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

დაშავებული მშვიდობისმყოფელები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში ინტენსიურ მკურნალობას გადიან.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე