ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაჭრილ ივერი ბუაძეს წუხელ მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაჭრილ ივერი ბუაძეს წუხელ მესამე ოპერაცია ჩაუტარდა

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილ უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია წუხელ ჩაუტარდა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ოპერაციამ კარგად ჩაიარა, თუმცა დაჭრილის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება. იგი მკურნალობას რეანიმაციაში გადის.

"ამჟამად მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები და დაჭრილის მდგომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, მას კიდევ ორ, მსუბუქად დაჭრილ ქართველ სამხედროსთან ერთად, გერმანიაში გადაიყვანენ", - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, შედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე. სამივე ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში, ლანშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა 6 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

ოფიცრებმა მითხრეს, რომ გამაუპატიურებდნენ,  რა უნდა მექნა? - რუსი წვევამდელი, რომელმაც სამხედრო ბაზაზე 8 ჯარისკაცი მოკლა

რა შეიძლება გახდეს ჯარისგან გათავისუფლების ან გადავადების საფუძველი? - პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე

"მოსალოდნელია, ტერაქტებით გასცენ პასუხი მსოფლიოს" - რა მოჰყვება "ნომერ პირველი ტერორისტის" სიკვდილს?