ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი სამხედრო გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამი ქართველი სამხედრო გერმანიაში, ამერიკულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს

ბაგრამის საავიაციო ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაჭრილი სამივე ქართველი სამხედრო მკურნალობას გერმანიაში, ლანდშტულის ამერიკულ ჰოსპიტალში გააგრძელებენ.

როგორც "ინტერპრესნიუსს" თავდაცვის სამინისტროში განუცხადეს, დაჭრილი სამივე სამხედრო გერმანიაში წუხელ გადაიყვანეს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ჯერჯერობით კვლავ მძიმეა დაჭრილი უფროს ლეიტენანტის ივერი ბუაძის მდგომარეობა. მას შესაძლოა კიდევ ერთი ოპერაცია გაუკეთდეს.

"ექიმების კონსილიუმის შემდეგ გადაწყდება, ჩაუტარდება თუ არა ბუაძეს კიდევ ერთი ოპერაცია. რაც შეეხება დაჭრილ კიდევ ორ ქართველ სამხედროს, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია", - განაცხადეს სამინისტროში.

უფროს ლეიტენანტ ივერი ბუაძეს ბაგრამის კლინიკაში მესამე ოპერაცია 7 სექტემბერს ჩაუტარდა. მას დაზიანებები თავისა და ბარძაყის არეში აღენიშნება.

შედარებით მსუბუქად არიან დაჭრილი სერჟანტი გიორგი წიქარიშვილი და პირველი კლასის რიგითი ირაკლი კუჭუხიძე.

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე თავდასხმა 6 სექტემბერს თვითმკვლელმა ტერორისტმა განახორციელა. შედეგად, "მტკიცე მხარდაჭერის" მისიაში მონაწილე საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის სამი სამხედრო მოსამსახურე დაიჭრა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე