"საიდუმლო ბუნტი" ცხინვალის რეგიონში

"საიდუმლო ბუნტი" ცხინვალის რეგიონში

"საიდუმლო ბუნტი" ასე აფასებს ოსური მედია ცხინვალის რეგიონში, ე.წ. ძალოვნებს შორის არსებულ დაპირისპირებას, რომლებიც იქ ბიბილოვის მოსვლის შემდეგ დაიწყო და ახლაც გრძელდება. ადგილობრივ მედიაში მუდმივად ვრცელდება ინფორმაცია, "კრიმინალური მილიციიდან" მასობრივი გათავისუფლებებისა და წასვლის შესახებ, მას შემდეგ, რაც უწყების ხელმძღვანელის მოადგილედ ვადიმ მამიევი დანიშნეს.

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 50-მდე "ძალოვანმა", წასვლის შესახებ განცხადება დაწერა, რამდენიმე ათეულთან კი, რომელიც არსებული პირობებით უკმაყოფილოა, მოლაპარაკებები მიმდინარეობს... ე.წ. შს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური არსებულ ვითარებაზე კომენტარს არ აკეთებს.

მასობრივი უკმაყოფილების მიზეზი, "კრიმინალური მილიციის" უფროსის მოადგილედ ვადიმ მამიევის დანიშვნა გახდა, რომელიც ადგილობრივებისთვის პიროვნულად მიუღებელია და რის გამოც, "არაერთმა მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კადრმა დატოვა სამსახური..."

სოციაური ქსელის მომხმარებლების თქმი, ვადიმ მამიევის მიმართ უნდობლობის მიზეზებს ვერ აკონკრეტებენ, თუმცა, ამბობენ, რომ "ამ სფეროში" მამიევის გამოცდილებაზე არავის არაფერი სმენია.

ადგილობრივი თემურ ცხურბატი წერს, რომ ასეთი პროტესტების შედეგი ის არის, რომ სამოქალაქო საზოგადოების ცნობიერება იზრდება... მამიევის დანიშვნის მიზეზი კი, სრულიად მარტივია, ჩვენს ხელისუფლებას, საკვანძო და მნიშვნელოვან თანამდებობეზე, პროფესიონალი კი არა, თავისი მხარდამჭერები სჭირდება. შესაძლოა, მამიევს ძალზე სუფთა წარსული აქვს, მაგრამ ის ვიღაცეებისთვის მიუღებელია... ასეთ საქმეში, დეტალები მნიშვნელოვანია..." - წერს ცხურბატი, თუმცა, დეტალები ჯერჯერობით არ ხმაურდება", - საიდუმლო ბუნტი" კი, გრძელდება.

თავის მხრივ, მიმდინარე პროცესებზე დუმს ყველა "ოფიციალური უწყება" მათ შორის, ე.წ. შს მინისტრიც, რომელიც აღნიშნულ საკითხზე ადგილობრივ მედიასთან ურთიერთობას თავს არიდებს...

"უმუშევრებს პლუს ახალი უმუშევრები და ახლა კი ეს "საიდუმლო ბუნტი" და კიდევ ვინ იცის, ე.წ. რეფორმების ფარგლებში რამდენი პლუსი იქნება... დაპირებების მიუხედავად, უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. პირიქით, ყოველდღე უარესობაა. გარკვეული, გავლენიან პირებთან დაახლოებული ადამიანები ისქელებენ ჯიბეებს, იცვლიან მანქანებს, - უბრალო საზოგადოება კი, მუდმივად მათი შემყურეა"- წერენ ოსები სოციალურ ქსელში.

რამდენიმე დღის წინ, ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა, მოქალაქეების "პირველი იფიციალური მიღება გამართა და მათ ჯანრთელობისა და სხვა პრობლემური საკითხების მოგვარებას შეჰპირდა. ცნობილია, რომ ბიბილოვს ლამის პირად კომპლექსად აქვს გადაქცეული ოსების სამკურნალოდ თბილისში გადმოსვლა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ ეს "მათი თავმოყვარეობის შელახვის ფასად ხდება და აუცილებელია, ქმედითი ღონისძიებების განხორციელება..."

ოსური მედიის თქმით, ასეთივე შეხვედრებს მართავდა თავის დროზე ლეონიდ თიბილოვი, თუმცა, არაფერი შეცვლილა. ამის მიზეზი კი ის არის, რომ მთლიანად "სისტემა არის, კორუმპირებული და პერსონალურ დონეზე ცვლილებები ვერაფერს შეცვლის..." – წერს ოსური მედია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე