ამერიკა-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი სირიაში

ამერიკა-რუსეთის ინტერესთა კონფლიქტი სირიაში

"ეს არის ბოლო გაფრთხილება და ამის შემდეგ კონკრეტულ მოქმედებებზე გადავალთ"- ასე მიმართა რუსეთმა ამერიკას და გააფრთხილა, რომ თუ ისინი რუსეთის ძალებს კიდევ ერთხელ გაუხსნიან ცეცხლს, რაც მათივე ინფორმაციით, უკვე ორჯერ მოხდა, რუსეთი სირიაში იმ ადგილებს დაბომბავს, სადაც ამერიკის სპეცრაზმი და მის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფები არიან განთავსებული. საუბარია სირიის დემოკრატიული ძალების ალიანსზე, რომელიც ქურთთა და არაბთა შეიარაღებულ დაჯგუფებებს აერთიანებს და ამერიკის ხელმძღვანელობით მოქმედ კოალიციასთან ერთად იბრძვის. როგორც ცნობილია, რუსეთის სპეცრაზმები "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტებთან ბრძოლაში ასადის არმიას უჭერენ მხარს.

დასავლური მედიის ინფორმაციით, რუსეთი როგორც წესი, თავის პროპაგანდის მანქანას წარმატებით იყენებს, სინამდვილეში არავითარი ე.წ. ფარული დაბომბვა არ მომხდარა, - სირიის დემოკრატიულმა ძალებმა, ამერიკის სპეცრაზმის დახმარებით წინ წაიწიეს და ევფრატის აღმოსავლეთ სანაპირო დაიკავეს, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ ასე წარმოაჩინა, - ამერიკულმა სპეცრაზმმა ორჯერ გაუხსნა ცეცხლი სირიის არმიას, რომელიც რუსეთის სპეცრაზმთან ერთად მუშაობდა.

რუსეთის შფოთვის მიზეზი გასაგებია, - სირიის არმიამ, რომელსაც რუსეთისა და სირიის ავიაცია უმაგრებს ზურგს, სექტემბერში ევფრატის დასავლეთ სანაპიროზე 100 კილომეტრამდე ტერიტორია დაიკავა და ოთხშაბათს პროვინციის საზღვარს, რაყას მიაღწია. ამ კვირას კი, ასადის არმიამ მდინარის აღმოსავლეთი მხარეც გადაკვეთა, ეს ის ადგილია, სადაც სირიის დემოკრატიული ძალების პოზიციებია განლაგებული.

"როიტერის" ინფორმაციით, ყატარში ამერიკის ოპერატიულ ცენტრში, ალ უდეიდში, ამერიკელ სამხედროთა წარმომადგენელს "გასაგებად აუხსნეს, რომ სირიის დემოკრატიული ძალების განთავსების ადგილებიდან ცეცხლის გახსნის ნებისმიერი მცდელობა სწრაფად იქნება აღკვეთილი და სასროლი ადგილები ყველა სამხედრო საშუალებით განეიტრალდება", - წერს გენერალ-მაიორი იგორ კონაშენკოვი გავრცელებულ განცხადებაში.

თავის მხრივ, ვიდრე რუსეთი აღშფოთდებოდა, რამდენიმე დღით ადრე, აშშ-ის მხარდაჭერით მოქმედმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა განაცხადეს, რომ მათ რუსეთის ავიაციამ და სირიის სამთავრობო ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს, თუმცა, მოსკოვმა ბრალდება მაშინვე უარყო.

არადა, სირიის დემოკრატიული ძალების ალიანსმა ორშაბათს გაავრცელა გაფრთხილება, რომ სირიის არმიამ უნდა შეწყვიტოს წინსვლა აღმოსავლეთ სანაპიროზე. თუმცა, ამ ინფორმაციის გავრცელების კვალდაკვალ, ხუთშაბათს ეს ცნობა კონაშენკოვმა ეჭვქვეშ დააყენა და აღნიშნა, რომ როდესაც ალიანსის ძალები დეირ ალ-ზორს მიუახლოვდნენ, რუსეთის ავიაციას ამ ორ ჯგუფს შორის არანაირი შეტაკება არ აღურიცხავს.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე