"შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა

"შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა

"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - ასე მოიხსენია რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა ჰოლივუდის ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი, რომელმაც აშშ-ში დაფუძნებული არაკომერციული ორგანიზაციის, "რუსეთის შესახებ გამოძიების კომიტეტის", თხოვნით ვიდეომიმართვა გაავრცელა. ორწუთიან ტექსტში მორგან ფრიმენი ამბობს, რომ შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან და აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში მოსკოვის სავარაუდო ჩარევა, აუცილებად უნდა გამოიძიონ...

"წარმოიდგინეთ ასეთი ფილმის სცენარი, - "კაგებეს" ყოფილი ჯაშუში, რომელიც თავისი სამშობლოს დაშლით გაბრაზებულია და შურისძიებას გეგმავს. ის სარგებლობს ქაოსით, პოსტსაბჭოთა რუსეთის მმართველ წრეებში გზას იკვლევს და პრეზიდენტი ხდება. ამყარებს ავტორიტარულ რეჟიმს და შემდეგ მიზანში ამოიღებს თავის მოსისხლე მტერს, - შეერთებულ შტატებს..." - ამბობს მორგანი.

ამერიკელი მსახიობის მიმართვას რუსულ საზოგადოებაში საყოველთაო კრიტიკა მოჰყვა. "შემოქმედებითი საქმიანობით დაკავებული მრავალი ადამიანი იოლად ხდება ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი", - წერს დმიტრი პესკოვი, რომლის თქმითაც, ასეთ ადამიანებს შორის არის ამერიკელი მსახიობი მორგან ფრიმენი.

ამ გამოსვლის გამო, რუსულმა მედიამ და რუსმა ბლოგერებმა, ცნობილი მსახიობი კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს, საზოგადოების ერთმა, რადიკალურად განწყობილმა ნაწილმა, დანარჩენებს მიმართა, არ იარონ მისი მონაწილეობით გადაღებულ ფილმებზე.

novayagazeta-ს ინფორმაციით, სპეციალური პროკურორი, მიულერი აპირებს, დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის უფროსის პოლი მანაფორტის ბრალი წაუყენოს. რუსეთში ამერიკის ელჩობის კანდიდატი, ჯონ ჰანსტმანი მიიჩნევს, რომ მას არავითარი საფუძველი არ აქვს იფიქროს, რომ რუსეთი ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნებში ერეოდა...

"როდესაც მტრობაზეა საუბარია, იქნებ გავიხსენოთ რამდენიმე უახლესი ფაქტი, - ამერიკის სენატმა დაამტკიცა თავდაცვის 700 მილიარდ დოლარიანი ბიუჯეტი, სადაც 500 მილიონი დოლარი უკრაინის თავდაცვის უსაფრთხოებასა და შეიარაღებას მოხმარდება, ხოლო 100 მილიონი ბალკანეთის ქვეყნებს, რათა ისინი რუსეთის აგრესიას გაუმკლავდნენ", - წერს გამოცემა, რომელიც მისივე მტკიცებით ცდილობს ჰოლივუდის მსახიობს და ზოგადად, მსოფლიო საზოგადოებას "სიმართლე დაანახვოს".

რუსული გამოცემის თქმით, ჰოლივუდის ფილმებში, ფრიმენმა არაერთხელ ითამაშა ყოვლისშემძლესა და პრეზიდენტის როლები. ახლა კი, ამ ვიდეომიმართვაში აცხადებს, რომ ამერიკა ებრძვის რუსეთს და ამერიკელებს, რუსული დაზვერვისა და ჰაკერების შესახებ ახსენებს, რომლებიც ამერიკის არჩევნებში ერეოდნენ... "საქმე ის არის, რომ კრემლს ამერიკულ არჩევნებში ჩარევის მცდელობა ვერ დაუმტკიცდა, თუმცა ამის მიუხედავად, რუსეთს ახალი სანქციები მაინც დაუწესეს...

არსებობს ყველანაირი ინფორმაცია, თუ რა კავშირები ჰქონდა ტრამპის ჯგუფს რუსეთთან, რუს პოლიტკოსებთან და ბიზნესმენებთან და ეს ინფორმაცია ღიაა და ასე იყო სულ..."- წერს novayagazeta-ს ჟურნალისტი, რომლის თქმითაც, ამ თემით რატომღაც არავინ დაინტერესდა.

თუმცა, მორგან ფრიმენი ახალი ორგანიზაციის სარეკლამო ტექსტში, დონალდ ტრამპს მიმართავს, ოფიციალურად განაცხადოს რუსეთის მხრიდან განხორციელებული კიბერშეტევის შესახებ და ამერიკის არჩევნებში მისი ჩართვის საქმე მასშტაბურად გამოიძიოს.

რუსული გამოცემების თქმით, ბოლო დროს, რუსეთი ამერიკაში ძალიან აქტუალური თემა გახდა, ოღონდ ძალზედ მომგებიანია მისი უარყოფით კონტექსტში მოხსენიება. მაგალითად, რუსული მედიის ინფორმაციით, - მარტინ სკორსეზემ, რომელიც არაერთი წარმატებული ფილმის ავტორია, განაცხადა, რომ "როდესაც საუბარია თავდასხმაზე, არ აქვს მნიშვნელობა, გვერდიგვერდ ვსხედვართ თუ არა ჩვენ, - საქმე ეხება ამერიკას, ჩვენ კი, ყველანი პატრიოტები ვართ..."- განაცხადა მან, რაც იმას ნიშნავს, რომ რუსეთი კვლავ რჩება ჰოლივუდში მსჯელობის მთავარ საგნად.

რუსული მედია ირწმუნება, რომ ეს მხოლოდ ხელოვანებს არ ეხებათ, ბოლო დროს რუსეთი აქტუალურია დაზვერვის სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელისა და უბრალოდ, პოპულარული ადამიანებისთვის, რომლებსაც ერთი მიზანი აქვთ - ანტირუსული  განწყობის გაძლიერება...

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"რუსეთის შეიარაღებული ფორმირებების მიერ ცეცხლის გახსნის შედეგად ორი უკრაინელი სამხედრო დაიღუპა" - ვითარება დონბასში

სად მოხდა დიდგორის ბრძოლა - "გამოვიდა მეფე დავითი და მასთან ერთად ძე მისი დიმიტრი, დასავლეთის მხრიდან დიდი ლაშქრით დაეშვა..."

ფოტოები, რომელზეც ის საკონცენტრაციო ბანაკია ასახული, სადაც 200-მდე ქართველი ტყვე ჰყავდათ - "ეს რაიხისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ, სავარაუდოდ, დაიწუნეს"