"რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დატოვა"

"რუსეთმა ბელორუსის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკა და ცოცხალი ძალა დატოვა"

უკრაინის გენერალური შტაბის ხელმძღვანელის, ვიქტორ მუჟენკოს განცხადებით, რუსეთმა, როგორც მოსალოდნელი იყო, სამხედრო სწავლება Запад-2017-ის დასრულების შემდეგ, ბელორუსში სამხედრო ტექნიკის ნაწილი დატოვა... მუჟენკოს თქმით, რუსეთმა მნიშვნელოვნად გაზარდა სამხედროთა რაოდენობა ბელორუსის ტერიტორიაზე.

"ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ მათ წვრთნებში 12 500 სამხედრო მონაწილეობდა და რუსული მხარის თქმით, მათგან 3 ათასი რუსი იყო, თუმცა, სინამდვილეში, მათი რაოდენობა 3 ათასს ბევრად აღემატებოდა," - აღნიშნავს უკრაინელი მაღალჩინოსანი, რომლის მტკიცებით, რუსეთის ხელმძღვანელობამ იცრუა სამხედროების რაოდენობასთან დაკავშირებითაც.

"რუსეთმა თავისი სამხედრო ძალებისა და შესაძლებლობების დემონსტრირება მოახდინა - მან რუსეთში, ობიექტებზე დასაბრუნებლად ავიაცია გამოიყენა... ჩვენ გვესმის, რომ 300-400 კილომეტრი ავიაციისთვის გაცილებით მალე დასაფარი მანძილია, ვიდრე სხვა სახის ტრანსპორტისთვის, მაგრამ ეს ის შემთხვევა ნამდვილად არ არის, სხვა დროს და სხვა შემთხვევაში რუსეთის სამხედრო ძალები ამ მანძილს ძალიან მცირე დროში უპრობლემოდ დაფარავდნენ...",- აცხადებს მუჟენკო.

უფრო ადრე, ამის შესახებ განცხადება გააკეთა ბელორუსის თავდაცვის სამინისტრომ, სადაც ნათქვამი იყო, რომ რუსმა სამხედროებმა ტექნიკასთან ერთად ბელორუსის ტერიტორია დატოვეს.

ამასთან, ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ხმამაღალი განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ რუსეთთან ერთობლივად ჩატარებულმა სამხედრო წვრთნებმა აჩვენა, რომ ბელორუსს შეუძლია ნებისმიერ აგრესორს გაუმკლავდეს.

ნატოს წარმომადგენლის ოანა ლუნგენსკის თქმით, რუსეთმა Запад-2017-ის  ფარგლებში ჩატარებული წვრთნების დროს, სამხედროთა რაოდენობრივ ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბა.

თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, კატეგორიულად უარყოფს გადაჭარბებულ რაოდენოაბს და მით უფრო, უკრაინის გენშტაბის ბრალდებას, ბელორუსიაში სამხედროებისა და შეიარაღების დატოვებაზე და აცხადებს, რომ ასეთი ტიპის გამოსვლები უკრაინის დეგრადაციის მანიშნებელია... "როგორც კი სამხედრო სწავლებები დასრულდა, ამ პროცესში ჩართული ყველა სამხედრო და რასაკვირველია სამხედრო ტექნიკა, სრული შემადგენლობით მუდმივი დისლოკაციის ადგილს დაუბრუნდა. ასეთი სახის განცხადებები უკრაინის გენშტაბის ხელმძღვანელობის არაპროფესიონალიზმზე მიანიშნებს"- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ვიქტორ მუჟენკოს თქმით, აშკარაა, რომ რუსეთის მიერ ინიცირებული ბოლო სამხედრო წვრთნების შემდეგ, ვითარება უფრო მეტად დაიძაბება. მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა ამერიკისგან ლეტალურ თავდაცვით იარაღს ელოდება.

"მოლაპარაკებები დასრულებულია. მთავარი და საკვანძო საკითხები მოგვარებული. ჩვენ ახლა მხოლოდ კონკრეტულ თემებს ვარკვევთ, ზუსტდება სია და იარაღის ტიპი და ჩვენ ველოდებით მხოლოდ ჩვენი პოლიტიკური პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებას",- აცხადებს ვიქტორ მუჟენკო.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე