"წითელი ჯვარი" ავღანეთში მისიას ამცირებს - "ჩვენი თანამშრომელი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა..."

"წითელი ჯვარი" ავღანეთში მისიას ამცირებს - "ჩვენი თანამშრომელი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა..."

"წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი" ავღანეთში მისიის მნიშვნელოვნად შემცირებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას gordonua. com "წითელი ჯვრის" ორგანიზაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, რომელიც ასევე განმარტავს, რომ ეს გადაწყვეტილება მისიაზე გახშირებული თავდასხმების გამო მიიღო.

"ეს რა თქმა უნდა, პირველი შემთხვევა, არ არის, როდესაც მისიის წევრებზე თავდახსხმა განხორციელდა - მსგავსი ფაქტები ადრეც დაფიქსირებულა, რასაც მთლიანობაში, იქ მომუშავე ასზე მეტი ჩვენი თანამშრომლის სიცოცხლე შეეწირა" - ნათვამია ინფორმაციაში.

"წითელი ჯვარი" 30 წელზე მეტია მუშაობს ავღანეთში, სადაც სიდიდით, მეოთხე ჰუმანიტარული პროგრამით არის წარმოდგენილი.

"ცხელ წერტილებში თავდასხმებს და ზოგადად, ამ სამწუხარო რეალობას რამის შევეჩვიეთ, თუმცა, საქმე ის არის, რომ ჩვენი მისიის წევრების დაუღალავი მუშაობის მიუხედავად, ამ მხრივ ვითარება არ უმჯობესდება. ბოლო შემთხვევა იყო, როდესაც ავღანეთში 7 თანამშრომელი მოგვიკლეს. ერთ-ერთი მათგანი პაციენტების გასინჯვისას, ეტლით მოსულმა ადამიანმა მოკლა, რომელიც იარაღს ეტლის ჯიბეში მალავდა, თურმე..."- აღნიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას ავღანეთში "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" დელეგაციის ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ.

"წითელი ჯვარი" თავის განცხადებაში ხაზს უსვამს, რომ ომით დაზარალებულ ქვეყანაში ჰუმანიტარული ორგანიზაციებისათვის ვითარება გაუარესდა, რის გამოც რისკები ძალიან მაღალია და პრევენციისთვის, დროული და შესაბამისი ზომების მიღებაა აუცილებელი.

ავღანეთში "წითელი ჯვრის" ხელმძღვანელმა მონიკა ზანარელიმ ქაბულში ჟურნალისტებთან საუბრისას ასევე განმარტა, რომ საქმიანობის მკვეთრად შეზღუდვა, პირველ რიგში, ჩრდილოეთ ავღანეთში განხორციელებულ და დაგეგმილ ოპერაციებს შეეხება... კერძოდ, მაზარ-ი-შარიფსა და კუნდუზში მდებარე ობიექტები დაიხურება ან შეიკვეცება.

მისივე განმარტებით, "წითელი ჯვარი" არ "ტოვებს" ავღანეთს, უბრალოდ, მეტი დანაკარგის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ორგანიზაციის საქმიანობის გადასინჯვა.

ავღანური მედიის ინფორმაციით, საერთშორისო ორგანიზაციის ამ გადაწყვეტილების შემდეგ ქვეყანაში ვითარებაში ბევრად უფრო დამძიმდება, რადგან მრავალწლიანი ომის გამო, ყველა სფეროში უმძიმესი პრობლემებია, განსაკუთრებით კი ჯანდაცვაში. ამის მიუხედავად, ცალკე "თალიბანი" და ცალკე ISIS საერთაშორისო ორგანიზაციებს უტევენ.

29 მაისს ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში ტერორისტთა დაჯგუფებამ ორგანიზაციის ოფისი ააფეთქა. თავდასხმის შედეგად ერთი ავღანელი ჯარისკაცი გარდაიცვალა, სამი ადამიანი კი, მათ შორის "წითელი ჯვრის" თანამშრომელი დაიჭრა.

ამ ფაქტიდან რამდენიმე ხნის შემდეგ, ავღანეთში, მაზარის ცენტრში, "წითელი ჯვრის" თანამშრომელი, ესპანელი ექიმი მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ კი ორი ექიმი ტყვედ აიყვანეს. მათ შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.

საქმე ის არის, რომ "წითელი ჯვრის" თანამშრომლების მკვლელობის ფაქტები მხოლოდ ავღანეთში არ ფიქსირდება. ორგანიზაციის ემბლემის მიუხედავად, მათ მიმართ აგრესიული დამოკიდებულება იზრდება სამხრეთ სუდანშიც, სადაც 2 მილიონამდე ადამიანი შიმშილობს.

ადგილობრივმა სამხედრო ფორმირებებმა "წითელი ჯვრის" ჰუმანიტარულ კონვოიზე მიიტანეს იერიში და დასავლეთ ეკვადორის პროვინციაში ორგანიზაციის ჰუმანიტარული ტვირთით სავსე მანქანები დაცხრილეს. შემთხვევის შედეგად მისიის 3 თანამშრომელი და ათეულობით ადგილობრივი გარდაიცვალა.

ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის, რამდენი თანამშრომელი დარჩება კონფლიქტის ზონაში. სულ, ავღანეთში "წითელი ჯვრის" 1 800 თანამშრომელი მუშაობდა, რომლებიც ქვეყნის მასშტაბით 17 სხვადასხვა პუნქტზე არიან გადანაწილებული.

უფრო ადრე, 2004 წელს, ავღანეთში 24-წლიანი მისიის შემდეგ, მედიკოსთა ფრანგულმა სააგენტომ "ექიმები საზღვრებს გარეშე" ხუთი თანამშრომლის მკვლელობის გამო, ავღანეთის დატოვების შესახებ გამოაცხადეს. თუმცა 2009 წელს უკან დაბრუნდნენ.

"წითელი ჯვრის საერთაშორისო მოძრაობა" საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციაა, რომელსაც საფუძველი 1863 წელს ჩაეყარა, დაჭრილთა დახმარების საერთაშორისო კომისიის შექმნასთან ერთად. თავდაპირველად ის შემოიფარგლებოდა ბრძოლაში დაზარალებულ ომის მონაწილეთათვის დახმარებით. შემდგომში ამ ორგანიზაციის საქმიანობა მშვიდობიან მოსახლეობაზეც გავრცელდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე