"დონის როსტოვში დაღუპული სამხედროებით დატვირთული 12 ერთეული "გრუზ 200-ი" ჩამოვიდა..."

 "დონის როსტოვში დაღუპული სამხედროებით დატვირთული 12 ერთეული "გრუზ 200-ი" ჩამოვიდა..."

"იღუპებიან ისე უაზროდ, როგორც საბჭოთა კავშირის დროს ავღანეთში იღუპებოდნენ. ორივე ქვეყანა მაინც თავისებურად განაგრძობს სვლას"- ასე აფასებს რუსული მედიის ერთი ნაწილი სირიაში რუსი სამხედროების ბრძოლას... "ნოვაია გაზეტას" ინფორმაციით, დაღუპული რუსი სამხედროებით დატვირთული 12 ერთეული სატვირთო მანქანა მხოლოდ როსტოვში ჩავიდა, თუმცა ეს არ არის ყველაზე მძიმე ახალი ინფორმაცია, რომელიც სირიაში რუსეთის მოქალაქეების ბრძოლას უკავშირდება - ვითარება მას შემდეგ შეიცვალა, რაც რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ "ისლამური სახელმწიფოს" მეთაურის ლიკვიდაცია დააანონსა. რუსეთის თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ სახელმწიფო ტელევიზიების ეთერით იმ პერიოდში ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ქალაქის დეირ-ეს ზორის გათავისუფლების მნიშვნელობაზე საუბრობდა, რომელიც მისი თქმით, ISIS-ის დამარცხებისთვის გადამწყვეტი იყო... 12 სექტემბერს შოიგუ დამასკოში ჩაფრინდა, სადაც სირიის პრეზიდენტს ბაშარ ასადს შეხვდა. მათ ISIS -ის დამარცხების გზებზე მედიისთვის ისაუბრეს, თუმცა იყო პირისპირ შეხვედრებიც... ამის შემდეგ, თითქოს დასუსტებულ ტერორისტებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ, მათ ახალი რესურსების მობილიზება დაიწყეს და კონტრმოქმედებებზე გადავიდნენ. ტერორისტებმა ქალაქ ჰამასთან რუსეთის სამხედრო პოლიცია ალყაში მოიმწყვდიეს და მათ გათავისუფლებას სპეცოპერაცია დასჭრიდა. "ამოსუნთქვაც ვერ მოასწრეს, ISIS-მა 28 სექტემბერს მორიგი თავდასხმა განახორციელა. შედეგად, მე -5 არმიის მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვალერი ასაპოვი და 61-ე ბრიგადის მეთაური ვალერი ფედიანინი დაიღუპა. ტეროროსტებმა ტყვედ აიყვანეს სამხედრო კომპანია ე.წ. ვაგნერების კონტრაქტორები, რომან ზაბოლოტნი და გრიგორი ცურკანი... იმ დღეს, დაუდასტურებელი ინფორმაციით, 12 რუსი სამხედრო დაიღუპა. "თუმცა, დასამალი არავისთვის არის, რომ ჩვენი უწყებები დაღუპულების ზუსტ აღირცხვაში "რატომღაც" ყოველთვის მოიკოჭლებდნენ. სინამდვილეში, სირიიდან, პალმირიდან და ალეპოდან, დაღუპული სამხედროებით დატვირთული, 12 ერთეული "გრუზ 200" დაბრუნდა, რასაც ემატება ყველა ის სამხედრო, რომელიც ტერორისტებს ტყვედ ჩაუვარდა, - არსებული ინფორმაციით, ყველა მათგანი მოკლულია, გამონაკლისია მხოლოდ მაღალი წოდების ტყვეები," - წერს რუსული მედია და შენიშნავს, რომ ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არაფერს ამბობს და ეს ინფორმაცია, მათ საკუთარმა წყაროებმა მიაწოდეს. თავის მხრივ, რუსეთის ფედერაციის ოფიციალური ინფორმაციით, მხოლოდ სამი თვის განმავლობაში, მოწინააღმდეგის დანაკარგი 8 ათასი მეომარი და 1,5 ათასი ერთეული შეიარაღებაა... "ეს კი, ავტომატიურად ნიშნავს, რომ 8 ათასი ტერორისტის ლიკვიდაციისას, რომლებიც საკმაოდ კარგად არიან შეიარაღებული და რაც მთავარია, მოტივირებული, 12 სამხედროზე ბევრად მეტი - შესაძლოა, რამდენიმე ასეული სამხედროს სიცოცხლე შეეწირა, თუმცა, ჩვენი სახელმწიფო, დანარჩენი დაღუპულების ცხედრებს ჩვეულებრივად მალავს", - წერს რუსული მედია. ერთ-ერთი სამხედრო რუსულ მედიასთან საუბარში ანონიმურად ჰყვება, რომ პალმირის პირველ გათავისუფლებაში ორი სადესანტო და სატანკო ასეული, ასევე საარტილერიო დივიზია მონაწილეობდა... "დისლოკაციის ადგილს მათგან ძალიან ბევრი დაუბრუნდა. მეთაურობის თქმით, ისინი გათავისუფლებულ ქალაქში, სტრატეგიულ ადგილებზე იმყოფებოდნენ", - ჰყვება სამხედრო. "ნავთობის ამბიციების მსხვერპლი", - ასე უწოდებს რუსი სამხედროების სირიაში ბრძოლას ადგილობრივი მედია. ეს არის გაერთიანებულ რუსული საზოგადოება "ევროპოლისსა" და სირიის ნავთობისა და მინერალური რესურსების სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში არსებული ბრძოლა, რაც ნავთობისა და მინერალებით მდიდარ ქალაქებსა და ზოგადად, ტერიტორიებზე კონტროლს ნიშნავს, რასაც ISIS არ თმობს... ერთი-ერთი ვერსიით, რუსული არმიის მეთაურებს არ ჰქონდათ ნაბრძანები ბრძოლების ასე გაშლა, ისინი საბრძოლო მოქმედებებს მხოლოდ ევფრატის მარცხენა სანაპიროზე ახორციელებდნენ, რის შემდეგაც, მეორე მხარესთან, ვითომ მოლაპარაკებები უნდა გამართულიყო. მაგრამ რუსული სცენარი შეიცვალა. "ეს სირიელ და რუს პოლიტიკოსებს შორის არსებული მზაკვრული შეთანხმების მხოლოდ მცირედი ნაწილია, რის გამოც სირიაში ჩვენი მოქალაქეები იხოცებიან... ერთი შეხედვით, ისტორია მეორდება, როგორც 70-იან წლების საბჭოთა რუსეთის ხელმძღვანელობას სჯეროდა, რომ ავღანელებს დაამარცხებდა, ისე სჯერა პუტინის ხელისუფლებას, რომ ISIS-ს გაანეიტრალებს, თუმცა, აქ საქმე სხვა, გაცილებით ბინძურ გარიგებებშია",- წერს რუსული მედია.ლალი პაპასკირიამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე