სირიაში რუსული Су-24 ჩამოვარდა

სირიაში რუსული Су-24 ჩამოვარდა

სირიაში რუსული Су-24 ჩამოვარდა. ამ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო ТАСС ავრცელებს. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულია პილოტი და ეკიპაჟი, რომელმაც კატაპულტირება ვერ მოასწრო.

"10 ოქტომბერს, ხმეიმის ავიაბაზიდან აფრენილი საბრძოლო Су-24, რომელიც დანიშნულების ადგილისკენ ასაფრენი ბილიკიდან გაფრინდა, მცირე მანძილის გავლის შემდეგ ჩამოვარდა. ეკიპაჟმა კატაპულტირება ვერ მოასწრო და დაიღუპა. შესაძლოა, საფრენი აპარატის ჩამოვარდნის მიზეზი მისი ტექნიკური გაუმართაობა გახდა," - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

თუმცა, არსებობს კიდევ ერთი, არაოფიციალური ვერსია, რომლის მიხედვითაც ის ISIS -ის მებრძოლებმა ჩამოაგდეს.

სირიაში, ლატაკიის პროვინციაში მდებარე ხმეიმის რუსულ ავიაბაზაზე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საბრძოლო საფრენი აპარატებია განთავსებული, რომლებიც დროდადრო, "ისლამურ სახელმწიფოზე" ავიადარტყმებს ახორციელებენ... ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში მათ, დერი-ეს ზორის პროვინციაში, მეიდანის რაიონის მიმართულებით 150 დარტყმა განახორციელეს.

რუსული მედიის ინფორმაციით, ეს პირველი საბრძოლო აპარატი არ არის, რომელიც სირიაში ჩამოვარდა, - გასული წლის აპრილში, სირიაში ასევე საბრძოლო ვერტმფრენი, "ღამის მონადირე" Ми-28Н ჩამოვარდა, რა დროსაც ორი მფრინავი დაიღუპა. მაშინ რუსეთის თავდაცვა აცხადებდა, რომ ვერტმფრენი არ ჩამოუგდიათ.

უფრო ადრე, შარშან დეკემბერში, Су-33 -მა განიცადა ავარია და ხმელთაშუა ზღვაში ჩავარდა. თუმცა, მაშინ პილოტმა კატაპულტირება მოასწრო და გადარჩა... ამ შემთხვევამდე ერთი თვით ადრე, ავიაგადამზიდი МиГ-29К ჩამოვარდა, რა დროსაც პილოტმა ასევე კატაპულტირებით უშველა თავს. 

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე