"მყუდროება გრიგალის წინ" - რისთვის ემზადება აშშ ირანსა და ჩრდილო კორეასთან მიმართებაში

"მყუდროება გრიგალის წინ" - რისთვის ემზადება აშშ ირანსა და ჩრდილო კორეასთან მიმართებაში

ახლო აღმოსავლეთში, რეგიონში, სადაც ბოლო 50-60 წლის განმავლობაში სიმშვიდე პრაქტიკულად არ ყოფილა, ვითარება კვლავ სტაბილურად მძიმე რჩება. სირიაში მიმდინარე დაუსრულებელი საბროლო მოქმედებებისა და ქურთებთან მიმართებაში არსებული ორმაგი პილიტიკის ფონზე, ვაშინგტონისა და თეირანის კონფრონტაცია ახალ ძალებს იკრეფს.

გასული კვირის ბოლოს ტრამპმა თეირანი ჩრდილო კორეისთვის ფინანსური დახმარების გაწევაში ღიად დაადანაშაულა - "მე დარწმუნებული ვარ, რომ ირანი აფინანსებს ჩრდილო კორეას, მე დარწმუნებული ვარ, რომ თეირანი ვაჭრობს ფხენიანთან, მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი აწარმოებენ სხვადასხვა მოპალაპაკებებს ჩრდილო კორეასთან და ყოველივე ეს დაუშვებელია".

ტრამპის ხმაურიან და ემოციებით სავსე განცხადებას თეირანმა მალევე უპასუხა - ირანის განმარტებით, ისინი აშშ-ის არმიას და მის ნებისმიერ ჯარისკაცს ტერორისტული და ექსტრემისტული დაჯგუფების წევრად მიიჩნევენ, იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი ისლამური რევოლუციის მცველთა კორპუსის ტერორისტულ ორგანიზაციასთან გაიგივებას გაბედავს.

ოფიციალური ვაიშინგტონის განცხადებიდან რამდენიმე დღით ადრე, 5 ოქტომბერს გაზეთმა The Washington Post საკმაოდ საინტერესო ცნობა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, უახლოეს მომავალში ტრამპი ირანთან დადებული ბირთვული ხელშეკრულების გაუქმებას გეგმავს, რომელიც აშშ-ის რეზიდენტის აზრით, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ შეესაბამება. ამის განხორციელების შემთხვევაში, ირან-აშშ-ს ურთიერთობა კვლავ სანქციების პეროდს დაუბრუნდება და დაძაბული უფრთოერთობის განმუხტვის სანაცვლოდ "ნაბიჯი წინ -

ორი ნაბიჯი უკან" კლასიკურ მაგალითს მივიღებთ.

გაზეთის მიერ მოყვანილი ინფორმაციით, საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ ტრამპი განცხადებას 12 ოქტომბერს გააკეთებს და ამ საკითხში კონგრესის მხარდაჭერის მოპოვებას შეეცდება.

ისტორიულ შეთანხმებას, რომელმაც თეირანის ატომურ პროგრამასთან დაკავშირებული პრობლემები მოაგვარა, ირანმა და ექვსმა საერთაშორისო შუამავალმა 2015 წლის 14 ივლისს მიაღწიეს. დოკუმენტის საფუძველზე, ატომურ პროგრამასთან დაკავშირებით აღებული ვალდებულების სანაცვლოდ, გაეროს უსაფრთხოების საბჭო, აშშ და ევროკავშირი ირანს დაწესებულ სანქციებს მოუხსნიდნენ. აშშ-ის 45-ე პრეზიდენტის აზრით, ეს მისი ქვეყნის ისტორიაში "ყველაზე საშინელი ხელშეკრულებაა"

ტრამპის გაპრეზიდენტების შემდეგ, თეირანის მიმართ გაუთავებელი ბრალდებები ისმის. ჩრდილო კორეის დაფინანსების გარდა, აშშ-ს პრეზიდენტი ირანს ტერორისტული ორგანიზაციების მხარდაჭერაში და რეგიონში კრიზისის შექმნის მცდელობაში სდებს ბრალს.

ირანის გარდა, აშშ-ს მოსვენებას არც ჩრდილო კორეის ბირთვულ-რაკეტული პროგრამა აძლევს. ბალისტიკური რაკეტების ყოველი მორიგი გამოცდის შემდეგ ვაშინგტონი ფხენიანს რეგიონში ვითარების ხელოვნურ ესკალაციაში ადანაშაულებს და სამხედრო ინტერვენციით ემუქრება.

5 ოქტომბერს თეთრ სახლში ქვეყნის უმაღლეს სამხედრო წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრას ტრამპმა "მყუდროება გრიგალის წინ" უწოდა. თვის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საკუთარი წინამორბედების ბილ კლინტონის, ჯორჯ ბუშ უმცროსისა და ბარაქ ობამასგან განსხვავებით, მას შესწევს ჩრდილო კორეული პრობლემის მოგვარების უნარი. "ადამიან-რაკეტასთან 25 წლიანმა თბილმა დამოკიდებულებამ შედეგი არ გამოიღო. რატომ უნდა ველოდოთ შედეგს ახლა? კლინტონმა წარუმატებლობა განიცადა, ბუშმა წარუმატებლობა განიცადა, ისევე, როგორც ობამამ. მე წარუმატებლობა არ მექნება", - ეს ციტატა ტრამპმა საკუთარ Twitter-ზე გამოაქვეყნა.

ორმაგი მუქარების ფონზე, რეალურად კორეასთან მიმართებაში ვითარება ისევ დაძაბულია. სექტემბრის ბოლოს ძალის დემონსტრირებისთვის ამერიკულმა სტრატეგიულმა ბომბდამშენებმა ჩრდილო კორეის საზღვრების სიახლოვეს რამდენიმე ფრენა შეასრულეს. შემოდგომის დასაწყისში საავიაციო და საარტილერიო სწავლება სამხრეთ კორეამაც ჩაატარა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე