დაიწყებს თუ არა ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომს?"

დაიწყებს თუ არა ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომს?"

ქურთისტანის რეგიონალური მთავრობა ცდილობს ერაყის ხელისუფლებასთან მისთვის ყველაზე მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე გამართოს მოლაპარაკება. ერაყის ქურთისტანს უკვე მძიმედ დააწვა ერაყის ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვები, რომელიც აეროპორტებზე, სასაზღვრო პუნქტებსა და ბანკებზე აისახა.

დასავლური მედიის ცნობით, ერაყის ცენტრალურმა მთავრობამ მის ხელთ არსებული მექანიზმებით თანდათან ჩიხში მოაქცია ქურთისტანის რეგიონი - აკრძალა პირდაპირი საერთაშორისო ფრენები რეგიონში. ამასთან, ცენტრალურმა მთავრობამ ქურთთა მფლობელობაში არსებულ ბანკებს დოლარების მიყიდვა შეუწყვიტა. ერთადერთი, რასაც ქურთისტანის რეგიონმა რეფერენდუმის გამართვის შემდეგ მიაღწია, არის ის, რომ სასაზღვრო პოსტებზე კონტროლი დააწესა.

რაც შეეხება შიდა ავიარეისებს, ის ჯერჯერობით მუშაობს, თუმცა ერაყი აპირებს, რომ ამ რეგიონის დანარჩენ ქვეყანასთან სატრანსპორტო ურთიერთობა თანდათან გარკვეულ გრაფიკში მოაქციოს და მკაცრად გააკონტროლოს, რადგან არსებული ინფორმაციით, იქ დანარჩენი ერაყადან ქურთების მობილიზება ხდება.

თავის მხრივ, რეგიონის მთავრობა ცენტრალურ ხელისუფლებას სთავაზობს მოლაპარაკებას "სასაზღვრო პუნქტების, შიდა ვაჭრობის, მოქალაქეებისთვის მომსახურების გაწევის, ბანკებისა და აეროპორტების საკითხებზე".

საერთაშორისო საზოგადოებას მიაჩნია, რომ ბაღდადის მხრიდან დუმილი დიდხანს ვერ გაგრძელდება, - ამის დასტურია ის, რომ გასულ კვირას ნავთობით მდიდარ ქირქუქის რეგიონი ერაყის ძალებსა და ირანის მიერ გაწვრთნილ ერაყელ გასამხედროებულ ჯგუფებს მასშტაბური თავდასხმის მომზადებაში ადანაშაულებდა. მათი თქმით, ერაყი ქურთისტანის რეგიონში "ნავთობის ომისთვის" ემზადება.

თავის მხრივ, ერაყის ხელისუფლებამ ეს ინფრომაცია კატეგორიულად უარყო და განაცხადა, რომ არ გამოიყენებს არმიას ქურთთა რეგიონის წინააღმდეგ, ერაყის სამხედრო ძალების პრესმდივანმაც უარყო ქურთისტანის მიერ გავცრლებული ცნობები, ქურთთა ძალებზე თავდასხმის მომზადებასთან დაკავშირებით. ერაყის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთავრობის ჯარები "ისლამური სახელმწიფოს" ექსტრემისტების წინააღმდეგ ბრძოლებისთვის ემზადებიან, რომლებიც სირიაში არიან.

შედარებით ლოიალური განცხადებების მიუხედავად, ერაყი არ აპირებს, ნავთობით მდიდარი ქალაქის - ქირქუქის დათმობას, რომელზეც კონტროლი ამჟამად სწორედ ქურთისტანის რეგიონალურ მთავრობას აქვს დამყარებული. მას გასულ წლებში "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებდა, თუმცა, ადგილობრივმა ქურთების სამხედრო შენაერთმა "პეშმერგამ" მათი მოგერიება შეძლო.

ერაყის ხელმძღვანელობის თქმით, ასეთ მძიმე ვითარებაში არავითარი სურვილი არ აქვს, დამტებითი შიდა კონფლიქტი დაიწყოს და არმია თავისივე ხალხის წინააღმდეგ, ან ქურთ მოქალაქეებთან ომის დასაწყებად გამოიყენონ.

ერაყის უზენაესმა იურიდიულმა საბჭომ, ქურთთა რეფერენდუმის კომისიის ხელმძღვანელისა და მისი ორი თანაშემწის წინააღმდეგ, დაპატიმრების ორდერები გასცა, იმის გამო, რომ რეფერენდუმის ჩატარება არაკონსტიტუციური ქმედება იყო.

ერაყის უკომპრომისო პოზიციას სრულიად იზიარებენ მისი მეზობლები ირანი და თურქეთი, რადგან იგივე პრობლემები მათაც აქვთ და ერაყის ქურთისტანის რეფერენდუმმა მათ ქვეყნებში არსებული სეპარატიზმი წაახალისა.

პრევენციული და კატეგორიული ერდოღანის ხელისუფლების განცხადებით, ჩრდილოეთ ერაყთან, ქვეყნის ცენტრალურ მთავრობასა და ირანთან შეთანხმებით, თურქეთი სასაზღვრო პუნქტებს თანდათანობით დახურავს.

ქურთთა გავლენებისა და რეფერენდუმის შედეგების მიუხედავად, სადაც 90%-მა პროცენტმა დამოუკიდებელ ქურთისტანს დაუჭირა მხარი, - უკვე გამოჩნდა, რომ იზოლაციაში მოქცეული რეგიონის ლიდერებმა პოზიციები შეარბილეს. ჯერჯერობით არც დამოუკიდებლობის იარაღით მოპოვების სურვილი ჩანს, რადგან ტერიტორიულად მათთან ძალიან ახლოს მყოფი "ისლამური სახელმწიფო" მათ რეალურ საფრთხეს უქმნის და ნებისმიერი სისუსტის გამოჩენა, შესაძლოა, საბედისწერო შეცდომა აღმოჩნდეს მათთვის და მთლიანი ერაყისთვის, - დაკარგავენ ბრძოლით მოპოვებულ და შენარჩუნებულ ქირქუქს, რომელიც მათთვის ერაყთან ვაჭრობის საგნად და ვითარების ნებისნიერი სცენარით განვითარების შემთხვევაში, სტაბილური შემოსავლის წყაროდ რჩება.

მთლიანობაში, მსოფლიოში ამ მხრვი არსებული სურათი მაინც და მაინც სანუგეშო პროგნოზსაცს ვერ აძლევთ, - ცნობილი გახდა, რომ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებისა და იზოლაციაში მოქცევის მუქარამ, ისინი კი არა, ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი რეგიონი, კატალონიაც კი საგონებელში ჩააგდო, - უღირთ თუ არა დამოუკიდებლობის გამოცხადება, ერთი-ორი მხარდამჭერი სახელმწიფოს იმედად.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე