მიმდინარე წელს, ФСБ-ს მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში 32 პირია ლიკვიდირებული

მიმდინარე წელს, ФСБ-ს მიერ ჩრდილოეთ კავკასიაში 32 პირია ლიკვიდირებული

მიმდინარე წლის გაზაფხულ-ზაფხულში, ჩრდილოეთ კავკასიაში, იატაკქვეშა შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ბრალდებით, სულ 32 პირია ლიკვიდირებული, მათ შორის, მათი 6 ლიდერი, რომელთაც რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურები ბოევიკების მეთაურებს უწოდებენ... ასევე, ამ დროის განმავლობაში ამოღებულია 133 კგ ასაფეთქებელი მოწყობილობა, 35 თვითნაკეთი ბომბი და 173 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი.

რუსეთის სახელმწიფო უწყებების ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციების შედეგად, "ასევე აღმოჩენილია სამხედრო დაჯგუფებების შტაბი. გარდა ამისა, განადგურებულია ყველა ის ადგილი, სადაც მათი შეკრება ხდებოდა, აღმოჩენილი და დაკავებული არიან პირები, ვინც მათ ხელს უმართავდა. მთლიანობაში, სულ დაკავებულია 1188 პირი, სისხლის სამართალის ძებნაში იმყოფება 160 ადამიანი, ხოლო საერთაშორისო ძებნაშია 211 პირი"- ნათქვამია ФСБ -ს ოფიციალურ განცხადებაში.

Кавказский узел-ის ინფორმაციით, რა ხდება ამ მხრივ ბოლო თვეებში და გაიზარდა თუ არა დაკავებულთა და ლიკვიდირებულთა რაოდენობა, ამაზე ფედერალური უწყებები კომენტარს არ აკეთებენ. გამოცემა თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ 1-ლი აპრილიდან 30 ივნისამდე, 15-მდე ადამიანის ვინაობა გახდა ცნობილი, - 3 მათგანი ჩეჩენია, 9 ინგუში და 2 სტავროპოლელი.

ამ პერიოდის განმავლობაში სიკვდილით დასჯილებს შორის ყაბარდო-ბალყარეთისა და ყარაჩევო-ჩერქეზეთის მკვიდრები არ ყოფილან, თუმცა, ორივე რეგიონში, ექსტრემისტულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ბრალდებით, რამდენიმე ათეული ბოევიკი აიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, "ექსტრემისტული დაჯგუფებები" განსაკუთრებით აქტიურობენ დაღესტანსა და ინგუშეთში, სადაც ე.წ. ხუნზახისა და "კადარის" ჯგუფები მოქმედებენ. რუსეთის ძალოვანი უწყებების მუდმივი ღონისძიებების მიუხედავად, ვითარება კოტროლს მაინც არ ექვემდებარება.

წელს, დაღესტანში, ბალიურტის დასახლებაში, სპეცოპერაციის დროს, იპოვეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, თუმცა, მისი გაუვნებელყოფა დაგვიანდა და სახლი აფეთქდა, რამაც ადგილობრივი ინფრასტრუქტურა, მათ შორის, პოლიციის შენობა დააზიანა... 17 აგვისტოს, ხასავიურტოვსკის რაიონში თვითნაკეთი ბომბი აფეთქდა, რამაც ასევე ინფრასტრუქტურა შეიწირა...

დაღესტნელი ბლოგერები წერენ, რომ რუსეთის ფედერალურმა სამსახურებმა იატაკვეშა სამხედრო დაჯგუფებები ვერ აღმოფხვრა..

"ზუსტი სტატისტიკა, თუ რამდენი ადამიანი შეეწირა ექსტრემიზმთან ბრძოლას, ФСБ -ს ან არ უწარმოებია, რაც ძალზე საეჭვოა, ან არ აქვეყნებს, რაც უფრო დასაჯერებელია... ბოლო დროს, ექსტრემიზმში ბრალდებულები, "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირშიც "გაჰყავთ" და ასე უფრო ადვილად იშორებენ თავიდან, ისე, რომ ოჯახის წევრებს პრეტენზიის უფლება ერთმევათ... თუმცა, ფედერალურ სამსახურებთან შეურიგებელი დამოკიდებულება მართლაც გახდა არაერთი ადგილობრივისთვის "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლთა რიგებში წასვლის მიზეზი...

ასეა თუ ისე, კარგა ხანია, დღესტანში გამქრალი ადამიანების შესახებ ინფორმაციის მოძიება საფრთხედ იქცა, - დაინტერესებულები ან თავადაც "ქრებიან" ან ეჭვმიტანილთა სიაში შეჰყავთ, მათ ე.წ. პოტენციურ დამნაშავეს უწოდებენ" - წერს დაღესტნელი ბლოგერი, რომლის თქმითაც, საშინელი წნეხის მიუხედავად, მოძრაობა, რომელსაც ФСБ ხან ექსტრემისტულს უწოდებს, ხანაც ტერორისტულს, სისხლის, დაკავებებისა და ტერორის მიუხედავად, გრძელდება...

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

ტყვეთა ბანაკიდან გაქცეული ქართველი ლეიტენანტი ზოოპარკში ემალებოდა ნაცისტებს... - უგზო-უკვლოდ დაკარგული ჯარისკაცების ახალი მონაცემები

შს მინისტრის მოულოდნელი საჩუქარი თანამშრომელს, რომელიც 30 წელია სახანძრო-სამაშველო სამსახურში მუშაობს

თავდაცვის ძალების თანამშრომელმა სამინისტროს კუთვნილი, 10 000 ლარამდე ღირებულების სამხედრო ფეხსაცმელი და ფორმა მიითვისა