"დიდი ოპერაციის" დასაწყისი ერაყში...

"დიდი ოპერაციის" დასაწყისი ერაყში...

ერაყის ქურთისტანის სამხედრო შენაერთ "პეშმერგას" მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ერაყის არმიამ ქურთისტანში, კერძოდ, ნავთობით მდიდარ ქალაქ კირკუკში განლაგებული ქურთების პოზიციებზე, საარტილერიო შეტევა წამოიწყო.

"ეს არის ქურთ ხალხზე თავდასხმა, რომელსაც სულ მალე ადეკვატური პასუხი მოჰყვება... საქმე ის არის, რომ ერაყელ მეომრებთან, ერთად თავდასხმაში შიიტი დაქირავებულებიც მონაწილეობდნენ, რომელსაც ირანი ხელმძღვანელობს... ეს ყველაფერი იმაზე მიანიშნებს, რომ პრემიერ-მინისტრ ალ-აბადის ამ ქმედებისთვის, გაცილებით ძვირის გადახდა მოუწევს და ძალიან მალე, რაც ბაღდადის მიერ კონტროლირებად რეგიონებში ექოდ გამოვლინდება..." - ნათქვამია "პეშმერგას" მეთაურობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში...

მათივე ინფორმაციით, ამის ბრძანება პრემიერ-მინსიტრმა აბადიმ გასცა... ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ, ერაყის ხელისუფლება აცხადებდა, რომ არავითარი თავდასხმები და შეიარაღებული კონფლიქტი არ იქნებოდა, - "რადგან ერაყის ხელისუფლება არ აპირებს, საკუთარ ხალხის წინააღდეგ იარაღი გამოიყენოს" - მათივე თქმით, ახლა ერაყს გაცილებით მძიმე პრობლემა აქვს, - საფრთხე, რომელიც "ისლამური სახელმწიფოსგან" მოდის...

ბოლო ინფორმაციით, ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა უკვე აიღეს კონტროლი კირკუკში, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ქურთები პოზიციებს დათმობენ და უკან დაიხევენ.

მოსალოდნელია თუ არა ერაყში კიდევ ერთი ახალი ომი, ამის შესახებ საერთაშორისო ექსპერტები მსჯელობენ, რომელთა თქმითაც ეს ყველაფერი ნავთობზე კონტროლის მოსაპოვებლად მიმდინარე იატაკქვეშა ომია... შესაბამისად, ისედაც ცნობილი იყო, რომ ბაღდადის მოთმინება და ლოიალური განცხადებები დიდხანს და მით უფრო, უსასრულოდ ვერ გაგრძელდებოდა. თუნდაც იმიტომ, რომ ქურთისტანის რეფერენდუმის შემდეგ, მან უკვე იწვნია ეკონომიკური დანაკარგი, რადგან კირკუკზე და ასევე, ნავთობით მდიდარ რამდენიმე ქალაქზე, კონტროლი დაკარგული ჰქონდა...

მათივე თქმით, ერაყის მე-9 კონსტიტუციის თანახმად, ერაყს უფლება არ აქვს, ფედერაციის სუბიექტის წინააღმდეგ შეიარაღებული ღონისძიბები განახორციელოს, ეს არაკონსტიტუციურია. ამის შესახებ, შუა აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ინსტიტუტის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი კირილ ვერტიაევი საუბრობს, რომლის თქმითაც, მეორეს მხრივ, იგივე კონსტიტუციის თანახმად, ერაყის ქურთისთანსაც არ ჰქონდა რეფერენდუმის ჩატარების უფლება.

ბაღდადის მიერ "დიდი ოპერაციის" დაწყებას ვაშინგტონიც ეხმიანება, - ამერიკამ ერაყელ და ქურთ ლიდერებს მოუწოდა დასხდნენ დიალოგის მაგიდასთან, რათა თავიდან აიცილონ დამატებითი ესკალაცია და მთელი ყურადღება გადაიტანონ ექსტრემისტულ დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან მომდინარე საფრთხეზე.

აშშ-ის სამხედრო სარდლობის განცხადებაში ნათქვამია, რომ ვაშინგტონი კვლავინდებურად მხარს უჭერს "ერთიან ერაყს" და მოუწოდებს მხარეებს, რათა სადაო საკითხები დიალოგის გზით მოაგვარონ... დაახლოებით სამი კვირის წინ, ერაყის ქურთისტანმა რეფერენდუმი გამართა, სადაც მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავსელობამ მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. ბაღდადმა კი რეფერენდუმს უკანონო უწოდა.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე