კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
10:11 / 17-10-2017
სომხეთის საიდუმლო შეიარაღება - რა ჩაიფიქრა სარგსიანმა
სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც, 12 ოქტომბრის სამთავრობო სხდომაზე რუსეთისგან შეიარაღების კრედიტით შესყიდვის საკითხი განიხილეს. შეთანხების თანახმად, სესხი 20-წლიანი იქნება... ადგილობრივი მედიის თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ერევანის მოსკოვისგან იარაღს კრედიტით ყიდულობს, თუმცა, კონკრეტულად რისთვის სჭირდება სომხეთს კრედიტით ნაყიდი იარაღი, ჯერჯერობით საიდუმლოდ რჩება...

სომეხი ექსპერტების თქმით, ეს იმ პოლიტიკის ნაწილია, რომელსაც რუსეთი სომხეთის შეიარაღების მიმართულებით ახორციელებს... "ერთის მხრივ, რუსეთი რამდენიმემილიარდიან შეიარაღებას აწვდის აზერბაიჯანს, მეორე მხრივ კი, იარაღით ამარაგებს სომხეთს. როგორც თავად აცხადებს, ორივე სახელმწიფოსთან ბალანსს იცავს", -
აცხადებს ექსპერტი გარნიკ გევორქიანი.

სომხეთისგან განსხვავებით, აზერბაიჯანს კრედიტი არ სჭირდება, ის უბრალოდ, ყიდულობს შეიარაღებას... "განსხვავება იმაშია, რომ რუსეთი სომხეთს, ფორმალურად, სტრატეგიულ პარტნიორს უწოდებს, აზერბაიჯანს - არა... კონკრეტულად, რა ტიპის შეიარაღებაში იხარჯება სომხური კრედიტები, ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ღიად არ საუბრობს...

"ჩვენი პოლიტიკური ექსპერტები შიშობენ, რომ უახლოეს ხანებში, შესაძლოა, რუსეთის პრესაში გავრცელდეს იმ შეიარაღების ჩამონათვალი, რომელიც თურმე კრედიტით შევიძინეთ, მაგრამ რაში გვჭირდება, არავინ გვიხსნის... ისე, როგორც ადრე, როდესაც 200 მილიონი დოლარიანი კრედიტით შეიძინა სამხედრო ტექნიკა, რომლის სიაც შემდეგ რუსულ მედიაში წავიკითხეთ და რომელიც სომხურმა მხარემ მიიღო." - აცხადებს გევორქიანი და დასძენს, რომ 200 მილიონიანი კრედიტი, რომელიც სომხეთმა ჯერ კიდევ ორი წლის წინ აიღო, ჯერ კიდევ ბოლომდე არ აქვს დაფარული.

სომეხი ექსპერტებისა და მედიის გაღიზიანებას იწვევს ის ფაქტი, რომ სომხეთი, განსხვავებით აზერბაიჯანისგან, ყველაფერს ასაიდუმლოებს... მათივე თქმით, აზერბაიჯანისთვის ეს შენაძენი პროპაგანდის თემაა, სომხეთისთვის კი უფრო რუსეთის პროპაგანდა...



საქმე ის არის, რომ სომხეთი, რომელსაც ძალიან მწვავე ეკონომიკური პრობლემები აქვს, ყოველწლიურად აუმჯობესებს შეიარაღებას... სომხეთის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, ერევანი სამხედრო ტექნიკის ხარისხის გაუმჯობესებას გეგმავს. თუმცა, რა აქვს გეგმაში, საიდუმლოდ რჩება, მით უფრო, რომ ბოლოს ხანს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის საკითხზე უცნაური პოზიციები იკვეთება.

16 ოქტომბერს, ჟენევაში აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა გაიმართა - ილჰამ ალიევმა და სერჟ სარგსიანმა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის პრევენციისთვის ქმედითი ღონისძიებების განხორციელებაზე ისაუბრეს. აზერბაიჯანელი ექსპერტების თქმით, ეჭვებს აჩენს ის, რომ ორივე პრეზიდენტმა კონფლიქტის გარშემო ძალიან ცოტა ისაუბრა, რაც ადრე არ ყოფილა. ბოლო ხანებში პერიოდულად ვრცლდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ მოლაპარაკებებში ჩართული იყვნენ რუსეთისა და მთიანი ყარაბაღის საგარეო საქმეთა მინისტრები.

აზერბაიჯანული მხარის თქმით, შესაძლოა, მხარები აპრილში არსებულ ვითარებას დაუბრუნდნენ, თუმცა, რომელი მხარე რა დათმობის ფასად, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის. ცნობილია ერთი რამ, ორივე მხარე რუსეთისგან ნაყიდი ტექნიკით აქტიურად იარაღდება...

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
15:23 / 18-11-2017
სკეპტიკოსი
0
და ეს რუსული იარაღი ან სომხეთმა ან აზერბაიჯანმ (ან ორივემ ერთად) ერთ მშვენიერ დღეს ჩვენკენ რომ მოატრიალონ, რა ვქნათ?

ვუთხრათ, რომ ბიზნესის კეთების რეიტინგში ორი ადგილით გავიუმჯობესეთ მდგომარეობა და თითს არ დაგვაკარებენ?

თუ კვირიკაშვილები, ბოკერიები, ჯეჯელავები და ჯანელიძეები დაუდგებიან წინ?
14:34 / 04-11-2017
nikolozi
0
მე შინაგანად ვგრძნობ,რომ ერთ დღეს ქართველი ერი,ვამახვილებ ყურადღებას, ქართველი ერი,ერი მეთქი,ვისაც ტკივა საქართველო,მართლა ვისაც ტკივა,ჩემდა სამწუხაროთ ძინავს,არადა ახლა ძილი დამღუპველია,თუ ასე გაგრძელდა ჩვენივე ქვეყანაში უმცირესობაში აღმოვჩნდებით და მერე გაღვიძება არაფერს უშველის,ნელნელა,ჩუმჩუმად ისევ იყიდება მიწები უცვხოელებზე,ისევ ეპატრონებიან სახნავსათეს და საძოვრებს ქართველი ფაშები,რომელთა უკან უცხოტომელები დგანან,თვალსაჩინოებისთვის ერთ მაგალითს მოგიყვანთ: ლაგოდეხის რაიონი,რომ გამორჩეული რაიონია თავისი ადგილმდებარეობით,ეს მთელმა საქართველომ იცის და ისიც იციან,რომ იქ ერთი დიდი ძალიან დიდი სოფელი სხვა ერითაა დასახლებული,როლებიც რამდენიმე ათასს შეადგენენ,ყოველდღიურად ყველა მხრიდან იზრდება ეს სოფელი ქართველთა სოფლების, ტყის მასივების და საძოვრების ხარჯზე,ისინი გეომეტრიული პროგრესით მრავლდებიან, ჩვენები გარბიან,უფრო კომფორტულ ცხოვრება უნდათ,უშრომელად,წამოწოლილი და ევროპელის მიერ სამადლოდ გადმოგდებული გროშებს ჯერდებიან და კიდევ უფრო უკეთეს ცხოვრებას ელიან წამოწოლილები,ლტოლვილის სტატუსს ამოფარებულები და თუ არ წამოწვებიან,მაშინ უნდა მოიპარონ,დააყაჩაღონ,რომ იოლად გამდიდრდენ,აბა ფიზიკურად ხომ არ იშრომებენ,არ გეგონოთ ყველას ერთ ტაფაში ვხრაკავდე,მაგრამ უმრავლესობა ფუქსავატურ ცხოვრებას ამჯობინებს,ქვეყანა,ერი,ბერი,ისტორია,წარსული,მომავალი არ აინტერესებთ,დღევანდელი კვერცხი ურჩევნიათ და ამ დღევანდელობით ცხოვრობენ.
მსგავსი სიახლეები
ეპიცენტრი ქალაქებში: ბარდასა და გეიჩაიში იყო
რუსეთის განცხადებით, - იარაღის მიწოდება გაგრძელდება აზერბაიჯანისთვისაც
"ერთ-ერთი ვერსიით, მანასიანისთვის უარის თქმის მიზეზი მისი ჯავახური ფესვებია...
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ერევანს, პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარება სურს
საინტერესოა, რატომ დართო რუსეთმა გასულ აგვისტოს სომხეთს ამ სწავლებებში მონაწილეობის ნება?!
"2018 წლის არჩევნებამდე ალიევმა "თურანი" მოიშორა, მისი ხელმძღვანელი კი დააპატიმრა... "
"ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში შესვლის შემდეგ, სომხეთი დამოუკიდებელ და თავისუფალ ქვეყანად არ აღიქმება..."
"გაერთიანებულმა დაჯგუფებამ უნდა დაიცვას რუსეთისა და სომხეთის სახმელეთო საზღვრების ნაწილები და საჰაერო სივრცე..."
"უკრაინის არმიის შეიარაღებით, შესაძლოა, ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის მიმართ მოსკოვის დამოკიდებულება შეიცვალოს..."
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
09:36 / 20-11-2017  Image სენსაციური აქცია Jeep Grand Cherokee – 99’000 ლარად !+ ყველაფერი უფასოდ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე!
Jeep -ის ცენტრში ნამდვილი Jeep -ის შეძენისას ავტომობილის მომსახურებას მიიღებთ აბსოლუტურად უფასოდ სრულ 3 წლიან საგარანტიო პერიოდზე
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49