კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
16:54 / 17-10-2017
"შარტავამ გვითხრა: აფხაზი ახალგაზრდობა ჩემს ხელშია გაზრდილი და არ გაგვწირავენო.." - სასწაულებრივად გადარჩენილი მეომრის მოგონება
დღეს, 17 ოქტომბერს, აფხაზეთიდან თბილისში გადმოსვენებული 25 გმირის ცხედარი დაკრძალეს. ყველა მათგანი სოხუმის დაცემის დღეს, 27 სექტემბერს დახვრიტეს. თუმცა, არიან ისეთებიც, რომლებიც იმ დღეს სასწაულებრივად გადარჩნენ, მათ აფხაზეთის მთავრობის სახლიდან გამოღწევა შეძლეს და დახვრეტას გადაურჩნენ.

მათ შორის არის "ავღანელთა ბატალიონის" წევრი, დავით კახიაშვილი, რომელიც სოხუმის დაცემის დღეს ქალაქიდან გამოსვლის დეტალებს იხსენებს. ის ამჟამად ლიტვაში ცხოვრობს და საქართველოში საგანგებოდ ჩამოვიდა, რომ თბილისში გადმოსვენებულთათვის პატივი მიეგო. ის 25 წლის წინ მომხდარ ტრაგედიას ემოციების გარეშე ვერ იხსენებს...

დავით კახიაშვილი: "27 სექტემბრის დილიდან იქ
ვიმყოფებოდით, ჩვენი ბატალიონის მეთაურის, გურამ ჯანიაშვილის ბრძანება იყო ასეთი, მთავრობის წევრები უნდა დაგვეცვა... ჩვენი მისვლიდან ძალიან მალე, იქ საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტი, ედუარდ შევარდნაძე ჩამოვიდა და ჩვენთან მოვიდა. ამ დროისთვის სოხუმი თითქმის აღებული იყო... შევარდნაძემ ჟიული შარტავას (აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე) უთხრა, - ნუ გეშინიათ, თქვენს დასახმარებლად უკვე წამოსულები არიან და ნურაფრის შეგეშინდებათო... ამის შემდეგ მან იქაურობა დატოვა. მაშინ ძალიან გაგვიკვირდა მისი ნაბიჯი, თუ როგორ შემოაღწია ალყაშემორტყმულ ქალაქში... მეოთხე სართულზე ვიყავით. შენობის გარშემო, თუ ადრე, თითო-ოროლა შეიარაღებულ ადამიანს ვხედავდით, შემდეგ, უკვე იქაურობა გაივსო...

შევარდნაძის წასვლიდან ნახევარ საათში უკვე მივიღეთ ინფორმაცია, რომ ქალაქი აღებული ჰქონდათ. ამასობაში შიგნით დაძაბულობა მატულობდა. როდესაც მივხვდით, რომ განწირულები ვიყავით, რამდენიმეს ნერვებმა უმტყუნა და ცრემლები მოერია - ოჯახის უნახავად არ უნდოდათ სიკვდილი... შემდეგ, ჩვენი ბატალიონის მეთაურმა, გურამ ჯანიაშვილმა ბრძანება გასცა, რომ იქაურობა დაგვეტოვებინა. ჩვენი გასვლისთვის ყველა წუთი მნიშვნელოვანი იყო... ვითარება უფრო და უფრო მძიმდებოდა. ეზო სავსე იყო შეიარაღებული ადამიანებით. ისროდნენ... ჩვენი მეთაურის ბრძანების შემდეგ, ჟიული შარტავამ გვითხრა, - ნუ გეშინიათ, აფხაზი ახალგაზრდები ჩემს ხელში გაიზარდნენ, თუ ტყვედ აგვიყვანეს, შემდეგ გაგვცლიანო... მასა და მის მეგობრებს ბოლო წუთამდე არ სჯეროდათ, რომ ესროდნენ...

შემდეგ, "ავღანელთა ბატალიონის" მეთაურის ბრძანებით, სამხედროები მეოთხედან პირველ სართულზე ჩავიდნენ. გურამ ჯანიაშვილი გარეთ პირველი გავიდა, რომ უკანა პოზიციები გაემაგრებინა, მათ სხვებიც მიჰყვნენ, რომ მარჯვენა და მარცხენა მხარე დაეზღვიათ...

"ასე გავედით შენობიდან 9 კაცი. იმის იმედით, უკან სხვებიც გამოგვყვებოდნენ. ეს ყველაფერი ჯაჭვურად უნდა მომხდარიყო... ამასობაში სროლა ატყდა, რამდენიმე ათეული იარაღი ერთდროულად ისროდა. ამ დროს, კარებში ორი ბიჭი დაგვეღუპა. ერთი, დოლიაშვილი, თავში დაიჭრა და ადგილზე დაიღუპა, მეორე - ხახიაშვილი, დაიჭრა და შემდეგ დაიღუპა... ჯაჭვი გაწყდა, სხვებმა, ვინც უკან მოგვყვებოდნენ, გამოსვლა ვერ შეძლეს, რადგან შენობიდან ეზოში გამავალი დერეფანი, პირდაპირ მათ სამიზნეში გვაქცევდა - ხელისგულივით მოშიშვლებულ ადგილას ვხვდებოდით... ჩვენს გამოსვლას უწყვეტი ცეცხლი მოჰყვა. როგორც ჩანს, შიგნით დარჩენილებს ეგონათ, რომ ჩვენ ყველანი ჩაგვხოცეს... ამან დაბნეულობა გამოიწვია, რამდენიმე წუთი რომ გვქონოდა, ყველანი გამოვასწრებდით...

უკან, შენობაში დაბრუნების შანსიც არ გვქონდა, რადგან ყველა შესასვლელი კონტროლდებოდა. ჩვენ, პრაქტიკულად ტყვიების წვიმაში მოგვიწია გამოსვლა... ამდენი წლის შემდეგაც კარგად მახსოვს ის დეტალები, - ჩვენი გამოსვლისთანავე, შენობას მძიმე ტექნიკიდან იმ მხარეს ესროლეს, საიდანაც ჩვენ გამოვედით და შენობის რაღაც ნაწილი ჩამოინგრა და ის ნაწილი, ვინც ჯერ კიდევ კიბეზე იყო, უკან შებრუნდა და ჩაიკეტნენ... თუმცა, ჩვენ ეს არ ვიცოდით და გვეგონა, უკან მოგვყვებოდნენ. როგორც გითხარით, ჩვენ ცეცხლის წვიმაში ვიყავით და ვერც კი შევნიშნეთ, რა დროს გაწყდა ჯაჭვი...

ყველა მხრიდან გვესროდნენ, მათ შორის, საცხოვრებელი კორპუსების ფანჯრებიდანაც... რამდენიმე საათის განმავლობაში, ქალაქში მოგვიწია ბრძოლები, შემდეგ დავიფანტეთ და სოხუმში, ხიდთან შევიკრიბეთ. ედუარდ შევარდნაძის თბილისში გამოფრენას დავესწარით, მეტი საფრენი აპარატი აღარც იყო და სამშვიდობოს კოდორის ხეობის გავლით გამოვედით," - იხსენებს სოხუმის დაცემას დავით კახიაშვილი.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE
16:32 / 18-10-2017
afxazi
1
ელცინი კიდევ ამერიკელების ნასედკა იყო
16:18 / 18-10-2017
afxazi
0
სანამ არ დაიწყება გამოძიება ვინ რა როლი ითამაშა ამ ომში საქართველოს აყვავება არ უწერია
მსგავსი სიახლეები
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო
"...უცებ კართან ძაძებში ჩაცმული ქალი გამოჩნდა, სწორედ იმ ოჯახის წევრი, ვისიც მეშინოდა"
"ჟიული შარტავა ცოცხალი, საღ-სალამათი მიიყვანეს უშიშროებაში 27 სექტემბერს"
აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით და საქართველოს შეიარაღებული ძალების მარცხით დასრულდა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალხწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49