ქალები, რომლებმაც ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

ქალები, რომლებმაც ”ისლამური სახელმწიფოს” დამარცხებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს

”ისლამურ სახელმწიფოზე” გამარჯვებას მათ ”დედაქალაქ” რაქაში ქურთი ქალები ზეიმობენ. ჯიჰადისტების თითქმის 4 წლიანი სასტიკი მმართველობა ქალაქში დასრულდა.

მებრძოლი ქალები ამბობენ, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რაქაში მცხოვრები ქალები ტერორისტებისგან გათავისუფლებულიყვნენ.

”ისლამური სახელმწიფო” რაქას წარმოუდგენელი სისასტიკით მართავდა, ქალების მდგომარეობა კი წარმოუდგენლად მძიმე იყო. ისინი იძულებულები იყვნენ, სახე და მთლიანი სხეული მუდმივად დაფარული ჰქონოდათ. ჯიჰადისტები ქალებს ყიდდნენ და სექსმონებად ამუშავებდნენ, ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალების დიდი ნაწილი იეზიდი და ქურთი იყო.

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ”ისლამური სახელმწიფო” დამარცხდა, თუმცა ქურთი ქალების ქვედანაყოფებმა განაცხადეს, რომ ბრძოლის შეწყვეტას არ აპირებენ, ვიდრე ჯიჰადისტებისგან მთელი ქვეყანა არ გაიწმინდება და ყველა ნაწამები ქალი არ გათავისუფლდება.

შანდა აფრინი

შანდა ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ოთხი წელია, იბრძვის.

”ჩვენ არა მხოლოდ ”ისლამური სახელმწიფოს”, არამედ - ქალების მიმართ შოვინისტური დამოკიდებულების წინააღმდეგაც ვიბრძვით,” - განაცხადა აფრინმა.

ავრინ დიფრამი

ავრიმ დიფრამი ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როდესაც ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ ბრძოლა დაიწყო. ახლა 20 წლისაა და მისი მეგობრების დიდი ნაწილი გარდაცვლილია.

”ვიბრძვით ჯიჰადისტებისგან ხალხის გადასარჩენად და ჩვენი ლიდერის, აბდულა ოჯალანის გასათავისუფლებლად, რომელიც თურქეთშია დაპატიმრებული,” - განაცხადა დიფრამმა.

ვულატ რომინი

24 წლის ვულატ რომინი ”ისლამური სახელმწიფოს” წინააღმდეგ 1.6 წელია, იბრძვის. ის ბრძოლას რაქასთვის, თაბქასა და ალ-ჰოლისთვის შეუერთდა.

”ვიბრძვი ქურთი ხალხის გასათავისუფლებლად და უსამართლობის წინააღმდეგ. ზოგადად, ყველა ქალი თავისუფალი უნდა იყოს,” - ამბობს ”სიენენთან” ვულატი.

სოზდარ დერიკი

დერიკი უკვე 6 წელია ჯიჰადისტების წინააღმდეგ იბრძვის.

”ვიბრძვი იმ საშინელი უსამართლობის და არაადამიანური მოპყრობის წინააღმდეგ, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება. ”ისლამური სახელმწიფო” ქალს განიხილავს როგორც სექსსათამაშოს, არ აღიქვამენ ქალებს ადამიანებად. ჩვენ ამ ყველაფრის წინააღმდეგ ვიბრძვით,” - განაცხადა სოზდარმა.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე