კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:15 / 22-10-2017
"ეს იყო უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად..." - დღეს საქართველოს ეროვნული გმირი ზაზა დამენია 45 წლის გახდებოდა
საქართველოს სულ 13 ეროვნული გმირი ჰყავს, მათ შორის არის ზაზა დამენია, რომელიც დღეს 45 წლის გახდებოდა...

საქართველოს ეროვნული გმირი, შეიარაღებული ძალების კაპრალი, 2002 წელს ჩაირიცხა ვაზიანის მე-11 მექანიზებული მსუბუქი ქვეითი კომანდოს მესამე ასეულში. 2004 წლის აგვისტოში, ის, ცხინვალის მისადგომებთან იბრძოდა. 16 აგვისტოს, სამაჩაბლოში, თლიაყანის მისადგომებთან, მოწინააღმდეგემ სანგარში ხელყუმბარა ჩააგდო. მტრის მიერ ჩაგდებულ ხელყუმბარას, ზაზა სხეულით გადაეფარა და სამი თანამებრძოლი გარდაუვალი სიკვდილისგან იხსნა...

შემდეგ, თანამებრძოლები იგონებდნენ, რომ ზაზასთვის დაძახებაც ვერ მოასწრეს, ეს ისე სწრაფად გააკეთა, - "ეს იყო იმპულსი, თავგანწირვის, მეგობრების
გამო, დაუფიქრებლად უყოყმანოდ სიკვდილი მეგობრების გადასარჩენად, რომელიც ადამიანს ან აქვს ან არა და ამას ასე, იმპულსურ მოქმედებებში მიხვდები... ზაზას ბუნებაში ეს ინსტიქტივით ჰქონდა და შეძლო, - მან იქვე მყოფი სამი თანამებრძოლი გადაარჩინა, რომლებიც განწირული იყვნენ... დაღუპვამდე ორი დღით ადრე, ნაღმის აფეთქების დროს თვალებში მიწა შეეყარა და მხედველობა დაუქვეითდა. ოცმეთაურმა სახლში წასვლა შესთავაზა. ზაზამ იუარა, წიგნის კითხვა არ შემიძლია, მაგრამ მტერს კი ვხედავ და სხვას თუ არააფერი, ტყვიას ხომ მაინც გადაგიტენითო..." - ჰყვებიან ისინი.

ზაზა დამენიას, სიკვდილის შემდეგ, 2004 წლის 26 აგვისტოს განკარგულებით, - სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისა და გამორჩეული გმირობისთვის ეროვნული გმირის წოდებით დააჯილდოვეს.

"კომანდოს" ბატალიონის კაპრალისთვის ცხინვალის მისადგომები პირველი ბრძოლა არ ყოფილა, - ის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის 90-იანი წლებიდან იბრძოდა, აფხაზეთისა და ცხინვალის ომებში მონაწილეობდა. მას მეუღლე და ერთი შვილი დარჩა.

ხათუნა დამენია, ზაზა დამენიას მეუღლე:
- ერთ ამბავს გავიხსენებ, უკვე გადაწყვეტილი იყო, რომ ზაზა ერედვში უნდა წასულიყო. მითხრა - ხათუ, გორში მივდივარო... იმ დღეს, საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად წავედით, ძალიან ვნერვიულობდი, თითქოს გული ცუდს მიგრძნობდა... მამშვიდებდა, რომ საშიშ ზონაში არ მიდიოდა. სახლში დაბრუნებისას, მე და გიორგის ჩაგვეხუტა და გვითხრა, - როდის გნახავთ კიდევ, არავინ იცისო... ეს იყო ჩვენი ბოლო შეხვედრა... სამწუხაროდ, უკან ვეღარ დაბრუნდა.

წლების შემდეგ, ხათუნა დამენიამ გმირულად დაღუპული მეუღლის ხსნოვნას წიგნი მიუძღვნა, სადაც მუდმივად მონატრებულ მეუღლესთან გატარებული დღეები გააცოცხლა...

მაშინდელი ხელისუფლება იმ დღეებში მიმდინარე სამხედრო პროცესებს ასაიდუმლოებდა, - მხოლოდ მოგვიანებით გაირკვა, რომ იმ საბრძოლო მოქმედებების შედეგად, ოს სეპარატისტთა მხარემ ერთი, ქართულმა კი, - 16 მებრძოლი დაკარგა. 

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE
10:13 / 23-10-2017
მარიამ
0
არც არასდროს დამვიწყებია ეს გმირი! ხშირად ვიხსენებ გიორგი ანწუხელიძესა და სხვებთან ერთად და სულ მაინტერესებდა როგორ ცხოვრობს მისი ოჯახი, რა უჭირთ, რა ულხინთ, მგონია რომ სათანადოდ ვერ ვაფასებთ იმ ადამიანებს, რომლებიც ისტორიაში ჩაეწერნენ! არადა ვალში ვართ მათ ხსოვნასთან.
09:53 / 23-10-2017
ბესო
0
დიდება გმირებს !
მსგავსი სიახლეები
მათი თქმით, "იეჰოვას მოწმეებში" ქართული ფული ტრიალებს...
ბარონ ვაკა - "აღიარებების შემდეგ ზეწოლას განვიცდიდით, ქრთამის აღების მცდელობებიც იყო..."
"მთელი ოსეთი ქართველი ნაციონალისტების მიერ იყო გადამწვარი..."
ოკუპირებული რეგიონების ცხოვრება, სადაც პოლიტიკურ ამინდს რუსეთი ქმნის
"რეფერენდუმით" გაფორმებული ინტეგრაცია
"უმუშევრებს პლუს უმუშევრები და ასე კიდევ რამდენ ხანს იქნება, ვინ იცის..."
"არმია" მთლიანად გადავა საკონტრაქტო სამსახურზე, რომელიც რუსეთის შეიარაღებული ძალებში იქნება ჩარიცხული
ცხინვალში ამბობენ, რომ სადაც, ამ მიმდინარეობამ რუსეთისხელა სახელმწიფოს შეუქმნა საფრთხე
"მას დიპლომის ჩვენება ვთხოვე და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრეს..."
"დაკავების მოლოდინში კიდევ რამდენიმე ყოფილი "მინისტრი" და ოსი "მაღალჩინოსანია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:00 / 21-11-2017  Image ევროპა, ამერიკა და რუსეთი წინასაახალხწლოდ აეროპორტების გაძლიერებულ დაცვას შეუდგნენ
"როსავიაციის" უფროსის თქმით, - "აეროპორტის ყველა თანამმშრომელი ფხიზელი უნდა იყოს"
22:02 / 20-11-2017  Image "თავში ჩამარტყეს ბლაგვი საგანი, ასევე მომაყენეს დანით ჭრილობა" - "ჩცდ"-ის მსახიობზე თავდასხმას შსს იძიებს
+VIDEO| "შაგუს ძმაკაციო თუ რაღაც მომესმა...
18:01 / 20-11-2017  Image რას ყვებიან მეზობლები ბათუმში "ბენზეს" დასახლებაში 24 წლის გოგონას გარდაცვალებასთან დაკავშირებით
+VIDEO: გარდაცვლილს ექსპერტიზა ამ დრომდე არ ჩატარებია
18:31 / 20-11-2017  Image ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად
15:40 / 20-11-2017  Image რუსეთში ქმარს ცოლი 6 წლის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდა და აწამებდა

რინატ ბალიანოვს პარტნიორის  ცემა, წამება და ცოლის თავისუფლების რამდენიმეწლიანი აღკვეთა ბრალდება

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49