რუსეთის არმიის ოფიცერი "ისლამურ სახელმწიფოში" ბანკის ვალის გამო წავიდა

რუსეთის არმიის ოფიცერი "ისლამურ სახელმწიფოში" ბანკის ვალის გამო წავიდა

ბოლო წლებში, რუსეთის შეიარაღებული ძალებიდან რუსი სამხედროების გაქცევა ძალზე აქტუალური თემა გახდა. საქმე ის არის, რომ ეს მხოლოდ რიგითებს არ ეხება. საუბარია საკმაოდ მაღალი რანგის სამხედროებზე, ოფიცრებზე და იმათზე, ვისაც არმიის ფიზიკური და ფსიქოლოგიური წვრთნა ევალება...

რუსული მედიის ცნობით, ასეთი ადამიანები, რომლებიც რუსეთის სახელმწიფო საიდუმლოს ინახავენ, არმიიდან ტერორისტულ ორგანიზაციებში გარბიან და მათ ტერაქტების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ეხმარებიან...

რუსეთი არმიიდან გაქცეულ სამხედროებს შორის არის რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ყოფილი კაპიტანი, ტექნიკური მეცნიერების კანდიდატი დენის ხისამოვი, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოების შენახვის მიმართულებით იყო სპეციალიზებული და სირიელ ტერორისტებს მხოლოდ იდეოლოგიის კი, არა ეკონომიკური სარგებლის გამოც შეუერთდა.

"როგორც ირკვევა, სამშობლოს წინააღმდეგ ის საბანკო კრედიტების გამო წავიდა, ხასიმოვი ბანკის ვალებს ვეღარ ისტუმრებდა და ქვეყნიდან გაიქცა" - წერს რუსული მედია.

34 წლის ხისამოვი წარმოშობით ტაჯიკეთიდან იყო.... 2015 წელს ყალბი პასპორტის საშუალებით ტაჯიკეთი დატოვა და თურქეთში გაემგზავრა, იქიდან კი სირიაში გადავიდა და "ისლამური სახელმწიფოს" მეომრებს შეუერთდა.

ხისამოვი ISIS -ის ტერორისტებთან ერთად იბრძოდა სირიასა და ერაყში და დიდი ალბათობით, რუსეთის არმიის წინააღმდეგაც... გაზაფხულზე, ის რუსეთში ბრუნდებოდა, სადაც "დანაშაულის ჩადენას" გეგმავდა, თუმცა, თურქეთში ადგილობრივმა სამართალდამცველებმა ყალბი პასპორტით დააკავეს. შემდეგ კი რუსეთს გადასცეს, სადაც მას საკმაოდ მძიმე სასჯელი ელის...

"მას დამთავრებული აქვს შტემენკოს სახელობის უმაღლესი სამხედრო სკოლა, ინფორმაციის შენახვისა და დაცვის სპეციალობით... მისი ავტორობით, რამდენიმე ათეული სადისერტაციო ნაშრომი გამოქვეყნდა პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ...

უფროსი კოლეგები მას წარმატებულ სამხედრო კარიერას უწინასწარმეტყველებდნენ. სასწავლების დასრულებისთანავე, ის მოსკოვში, სამხედრო-ტექნიკური საკითხების სახელმწიფო საიდუმლოებათა ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა. ის ადამიანებს შორის საიდუმლო კავშირებსა და მათ მუშაობას აკონტროლებდა. ეს ეხება რუსეთის გენერალური შტაბის 8 განყოფილებას.

მაშინ, როდესაც კარიერული წარმატების პიკზე იყო, სამსახურიდან გაათავისუფლეს. მან ყუბანის ინსტიტუტში, ინფორმაციათა კომპლექსური დაცვის სამსახურის საკითხებში კათედრის დოცენტად დაიწყო მუშაობა. ამ ინსტიტუტს მამამისი, ფრანგიზ ხისამოვი ხელმძღვანელობდა. თუმცა, ცოტა ხნის შემდეგ, იქიდანაც გააგდეს...

ერთ-ერთი ვერსიით, ის ჯერ კიდევ მოსკოვში მუშაობის დროს დაინტერესდა რელიგიური იდეებით. თუმცა, წასვლის მიზეზი მხოლოდ ეს არ გამხდარა, - 2014 წლის ბოლოს, სამხედრო კაპიტანმა ერთ-ერთი ბანკის კრედიტით BMW Х5 - მარკის ავტომანქანა შეიძინა, თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ბანკის ვალს ვერ იხდიდა... მოგვიანებით, მან კრედიტით ნაყიდი ავტომანქანა გაყიდა, აღებული თანხით ყალბი პასპორტი დაამზადა და სტამბოლში გაფრინდა. იქიდან კი სირიაში გადავიდა და ISIS- ს რიგებს შეუერთდა.

რუსულ მედიასთან საუბარში, რუსეთის არმიის ყოფილი ოფიცრის მეგობარი ამბობს, რომ ხისამოვმა ბანკის ზეწოლას ვერ გაუძლო. მისივე თქმით, ამ მდგომარეობაში ძალიან ბევრი რუსი სამხედრო მოსამსახურეა და არსებული ინფორმაციით, მათგან ბევრი სწორედ ამ მიზეზით გადავიდა ISIS-ის რიგებში.

მისივე თქმით, როდესაც სირიაში ISIS დამარცხდა, ხისამოვს იქ უკვე აღარ დაედგომებოდა და ტერორისტული საქმიანობის გასაგრძელებლად, რუსეთში დაბრუნება გადაწყვიტა. თუმცა, თურქმა სამართალდამცველებმა გზაში დააკავეს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

ვინ არის და რა დამსახურება აქვს გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილს, რომელიც დღეიდან საქართველოს თავდაცვის ძალებს უხელმძღვანელებს

ქართველი ძმები აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში - "ოთარ შალიკაშვილის შემდეგ, მეორე ქართველი ვარ ჩემს ნაწილში, ეს ბევრს ნიშნავს ჩემთვის!"

პუტინი ახალი თაობის უნიკალურ რუსულ იარაღზე - "ჩვენ შევძლებთ სასიამოვნოდ გავაოცოთ ჩვენი პარტნიორები"