ნატო რუსეთის საზღვრებთან პოზიციების გამაგრებას განაგრძობს - ”რამდენად შორს წავა ამერიკა?”

ნატო რუსეთის საზღვრებთან პოზიციების გამაგრებას განაგრძობს - ”რამდენად შორს წავა ამერიკა?”

ნატო ჩქარობს და რუსეთის საზღვრებთან ახალ შტაბებს ხსნის, წერს რუსული მედია, რომლის ცნობითაც, მიმდინარე კვირას აღმოსავლეთ ევროპაში რამდენიმე ასეული საბრძოლო ტექნიკა და ვერტმფრენი გადაისროლა. თვის ბოლოს, რუსეთის საზღვართან ნატო ორი სამეთაურო ცენტრის გახსნას გეგმავს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში ლოგისტიკა გაძლიერდეს.

რუსული მედია შფოთავს, რომ გასულ კვირას საბრძოლო-სატრანსპორტო ხომალდ Endurance -დან ბელგიაში, ზებრიუგეს საზღვაო პორტში, 89 ვერტმფრენი და 1-ლი საჰაერო კავალერიის ბრიგადა გადასხეს. მათ შორის არის, 38 მრავალფუნქციური Black Hawks UH-6, 24 Apaches AH-64  და 12 მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო Chinook CH-47 და 15 სამედიცინო ევაკუატორი Medevacs HH - 60. ავიატექნიკას თან ახლავს 1700 მომსახურე პერსონალი და 700 ერთეული ტექნიკა.

ბელგიის ავიაბაზიდან ავიაჯგუფი გერმანიაში გადავა, საიდანაც მათ პოლონეთში, რუმინეთსა და ლატვიაში გადაანაწილებენ.

ზემოთ ხენებული 1-ლი საჰაერო კავალერიის ბრიგადა ცნობილია იმით, რომ ისინი პენტაგონის მიერ წარმოებულ ყველა მასშტაბურ საბრძოლო ოპერაციაში მონაწილეობდნენ - ეს ეხება ვიეტნამს, ერაყს, ავღანეთს, ბოსნიასა და ჰერცოგოვინას... უფრო ადრე, სექტემბრის პირველ ნახევარში გერმანიის საპორტო ქალაქ ბრემერჰავენში ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო ხომალდი Endurance, 2,5 ათასი ერთ-ერთი საუკეთესოდ დაცული ტანკი "აბრამს", ასევე, თვითმავალი ჰაუბიცა M109A6 Paladin  და Humvee- ს სატვირთო და საბრძოლო მანქანები შეიყვანეს.

ამერიკელი მაიორის, ჯოზეფ კომანეცის თქმით, ეს პროცესი გაგრძელდება და ტანკები და სატვირთოები ჩამოიტვირთებიან ისეთ ადგილებში, როგორიც არის, გერმანია, რუმინეთი... ევროპული სამხედრო ძალების ამერიკელი მეთაურის, გენერალ ბენ ხოჯესის განცხადებით, ევროპაში 30 ათასი ამერიკელი სამხედრო განლაგდება, ისინი ისეთი ეფექტურები უნდა იყვნენ, თითქოს მათი რაოდენობა 300 ათასი იყოს.

ბრიუსელსა და ვაშინგტონში აცხადებენ, რომ ამ სამხედროების მთავარი ფუნქცია, რუსეთის შეკავება და ნატოს ალიანსის ერთობლივი, შეთანხმებული მუშაობის დემონსტრაცია იქნება... ახლა ამერიკის მთავარი მიზანია ევროპაში, კონკრეტულად რუსეთის საზღვრებთან, სამხედრო ძალების გადასროლის დრო მაქსიმალურად შეამციროს.

ნატოს აქტიურობის კვალდაკვალ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ "ამ ისტერიის ფონზე, ისინი გეგმიური სამხედრო სწავლებების გაგრძელებას აპირებენ... გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განცხადებით, მაშინ როდესაც ლამის მთელი ევროპა "ზაპად 2017-ის" სწავლების შემდეგ, რუსეთს ბელორუსში სამხედრო ტექნიკისა და ადამიანური რესურსის დატოვებაში ადანაშაულებს, უკვე ცნობილია, რომ პოლონეთსა და ბალტიისპირეთში მე-3 ამერიკული ჯავშანსატანკო ბრიგადის ნაწილები დატოვეს. "რუსეთის საზღვარზე, მხოლოდ ბრიგადა კი არა, ამერიკის მექანიზირებული დივიზიაც არის განლაგებული", - აცხადებს რუსი სამხედრო პირი.

გერმანული გამოცემა Der Spiegel  -ის მიერ მოპოვებულ საიდუმლო ინფორმაციაში, სადაც ჩრდილო ატლანტიკური ალიანსის ანაგარიშის დეტალებია მოცემული, ასევე წერია, რომ საჭიროების შემთხვევაში, ნატომ ძალიან სწრაფად უნდა მოახერხოს რეაგირება, იმაზე სწრაფად, ვიდრე რუსეთის ფედერაციის ძალებმა.

ამერიკის სპეციალური სამსახური აგროვებს ინფორმაციას აღმოსავლეთ ევროპაში სარკინიგზო ხაზებისა და ხიდების მდგომარეობის შესახებ. უკვე არსებობს გარკვეული მონაცემები, რომ რამდენიმე მათგანი მძიმე ტექნიკის გატარებას ვერ შეძლებს და მისი უსაფრთხოდ შეკეთება უნდა მოხდეს.

ამერიკული გამოცემა Business Insider-ის თანახმად, აღმოსავლეთ ევროპაში თავისი პოზიციების გასაძლიერებლად ამერიკა საზღვაო ქვეითებსაც უშვებს, რათა იქ ჩამოყალიბდეს საზღვაო ექსპედიციური ძალები, რომელთა რაოდენობა, 25 ათასამდე იქნება...

ამერიკელი გენერლის, მეორე საზღვაო ექსპედიციური კორპუსის მეთაურის რობერტ ჰედელუნდის განცხადებით, ამერიკული საზღვაო ქვეითები უკვე ფართოდ არიან გაშლილი ევროპაში. ახალ ისინი რუმინეთსა და ნორვეგიაში, რუსეთის საზღვრებთან ატარებენ სწავლებებს, რაც ევროპის უსაფრთხოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

"რამდენად შორს წავა ატლანტიკური ალიანსი რუსეთის შესაკავებლად, ამაზე პასუხი ჯერჯერობით არ არსებობს და ამის განსაზღვრა, მის მიერ აკრეფილი ტემპის მიხედვითაც შეუძლებელია...",- წერს რუსული მედია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე