ბოლო 11 წლის განმავლობაში 930 ჟურნალისტი მოკლეს

ბოლო 11 წლის განმავლობაში 930 ჟურნალისტი მოკლეს

იუნესკოს პრესსამსახურის მონაცემებით, ბოლო 11 წლის განმავლობაში, მსოფლიოში სულ 930 ჟურნალისტი მოკლეს. მათი უმეტესობის მოკვლის მიზეზი, ინფორმაციის გამჟღავნება გახდა. "სტატისტიკა აჩვენებს, რომ საომარი მოქმედებების გაშუქებას, ყოველ ოთხ დღეში ერთი ჟურნალისტი ეწირებოდა. ჩადენილი დანაშაულების 10 შემთხვევიდან 9, დაუსჯელია..." 

ასეთი შემთხვევების უმეტესი ნაწილი, ცენტრალურ ქვეყნებში ავღანეთში, ერაყსა და ირანში მოდის, თუმცა, თავდასხმებისა და დაკავებების კუთხით, მას არც თურქეთი ჩამორჩება. ისევე, როგორც, თურქეთს ჟურნალისტებზე ზეწოლით არც აზერბაიჯანი ჩამორჩება...

ჟურნალისტებზე თავდასხმის კუთხით, თანამედროვე მსოფლიოში, რუსეთიც ლიდერთა სიაშია. ТАСС -ის ინფორმაციით, მხოლოდ 2016 წელს, რუსეთში, მოსკოვში, ჟურნალისტებზე თავდასხმის 11 ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა, აქ არაფერია ნათქვამის რუსეთის სხვა ქლაქებსა და ოლქებში, მას მედიის თანამშრომლებზე განხორცილებულ ზეწოლის ფაქტებზე, რადგან ასეთი შემთხვევები, დაუცველობის სინდრომის გამო, არც კი გახმაურებულა...

ბოლო შემთხვევა, მოსკოვში, Эхо Москвы – ს ოფისში, 23 ოქტომბერს მოხდა, რა დროსაც, ტატიანა ფელგენგაუერს დანით შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს და ყელის არეში დაჭრა...

თუმცა, მივყვეთ ქრონოლოგიას, - უფრო ადრე, 2016 წლის თებერვალს, იმავე გამოცემის პოლიტიკური განყოფილების კორესპონდენტს, სერგეი ვინოკუროვს დაესხნენ თავს. "ესეც შენი სტატიისთვის" – დაუყვირა უცხო მამაკაცმა მას და სახეში გამეტებით ჩაარტყა. ის დააკავეს, თუმცა, შემდეგი სამართლებრივი პროცესების შესახებ არაფერია ცნობილი.

ვინოკუროვის თქმით, მან შემდეგაც მიიღო მუქარის შემცველი მოკლე ტექსტური შრტყობინებები, თუმცა, რადგან ეს საკითხი რუსეთში დიდად არავის აღელვებს, შესაბამისად, ამის შესახებ ხმაურის ატეხვას აზრი არ ჰქონდა.

2016 წლის 28 აპრილს, ინტერნეტ გამოცემა Meduza –ს ლატვიის რუსულენოვან ჟურნალისტს, დანიილ ტუროვსკის დაესხნენ თავს... ინცინდენტი, კინემატოგრაფიის ცენტრალურ სახლში მოხდა, სადაც სასკოლო კონკურს ადამიანი და ისტორია. რუსეთი - XX საუკუნეს" დაჯილდოება მიმდინარეობდა. აქტივისტთა ჯგუფი ცერემონიაში მონაწილე სუტმრებს დაესხნენ თავს და კვერცხები დაუშინეს და "მწვანე ბრილიანტი" შეასხეს მწერალ ლუდმილა ულიცკაიას. ერთ-ერთმა აქტივისტმა ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენა ტუროვსკის...

2016 წლის 3 მაისს, სახელმწიფო სამსახურის ახალი ამბების რედაქტორი, 35 წლის ალექსანდრ რუბცოვი მოკლეს. ჟურნალისტს ზურგისა და კისრის არეში, 7 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული. ასევე, გაძარცვული იყო მისი ბინა... ადგილობრივმა სამართალდამცველებმა, საქმეში ეჭვმიტანილი 30 წლის დმიტრი ლიუდვიგი დააკავეს. მას სისხლის სამართლის ორი მუხლი ჰქონდა წაყენებული, თუმცა, შემდეგ სასჯელის შეეცვალალ რადგან გამოძიებამ დაადგინა, რომ რუბცოვმა საკუთარი ნებით შეუშვა მკვლელი ბინაში. მას თავისუფლების 11 წლით აღკვეა მიუსაჯეს...

20 აგვისტოს, რადიოსადგურ Эхо Москвы –ს რედაქციასთან ახლოს, ახალი არბატის ქუჩაზე, ორმა უცნობმა პირმა, ფეკალიების შეასხეს ნოვაყაგაზეტა-ს ჟურნალისტს, იულია ლატინინას. მისი თქმით, ინცინდენტის მიზეზი შესაძლოა, მისი პროფესიული საქმიანობა ყოფილიყო... მოგვიანებით, 19 ივლისს, ლატინინამ განაცხადა, რომ მის სახლში, გაურკვეველი შემადგენლობის გაზი იყო გაშვებული. შემდეგ, ექსპერტებმა დაადგინეს, რომ ის ტოქსიკური ნივთიერებებისგან იყო შემდგარი... ამის შემდეგ, ჟურნალისტმა რუსეთი დატოვა და განაცხადა, რომ ის მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა... მიმდინარე წლის 10 ოქტომბერს მას მანქანა დაუწვეს, რაზეც სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

12 სექტემბერს, ტვერსკი-იამსკის ქუჩაზე, ფიზიკური შეურაცხოფა მიაყენეს და გაძარცვეს, ტელეკომპანია Дождь –ის ჟურნალისტი, პაველ ლობკოვი და მისი ნაცნობი... მათ ტელეფონები და ფული წაართვეს.

12 ნოემბერს, კიევის სადგურთან ახლოს, სასტიკად სცემეს, ტელეკომპანია Lიფე –ს რეჟისორს მარკ ბეზიმენისა და მის ასისტენტს, ვლადიმირ სერენკოს. მათ თავის არეში სერიოზული დაზიანებები მიიღეს, რის შედეგადაც ჰოსპიტალიზაცია დასჭირდათ...

24 ნოემბერს, მოსკოვში, არომატული სანთლების ფირმის დირექტორი თავს დაესხა ტელეკომპანია РЕН ТВ –ს კორესპონდენტს დარია ერმაკოვას, რომელიც ამზადებდა სიუჟეტს, სანთლების დამზადების ფალსიფიკაციაზე. საქმე აღიძრა, თუმცა, საბოლოო შედეგების შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი...

2017 წლის 2 აპრილს, მოსკოვის ერთ-ერთი ღამის კლუბიდან გამოსულ, რადიოსადგურ Mახიმუმ –ის წამყვანს, კონსტანტინ მიხაილოვს სამი უცნობი პირი დაესხა თავს და სასტიკად სცემა... სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, თუმცა, დამნაშავე დააკავეს თუ არა, ცნობილი არ არის.

2017 წლის აგვისტოს, გორკის პარკში, ტელეარხ НТВ –ს კორესპიდენტს, ნიკიტა რაზვოზჟაევს, რომელსაც საჰაერო დესანტის სადღესასწაულო მსვლელობას პირდაპირ ეთერში აშუქებდა, მთვრალი მამმაცი მივარდა და მთელი ძალით ჩაარტყა მუშტი სახეში... 25 აგვისტოს, ჟურნალისტზე თავდასხმის ბრალდებით, 32 წლის ალექსანდე ორლოვი დააკვაეს და მას ჯარიმის სახით ხელფასის 10 % დაუქვითეს.

2017 წლის 30 სექტემბერს, უცნობი პირები ინტერნეტ გამოცემა Lენტა.რუ –ს რედაქციას დაესხნენ, ფანჯარაში თვითნაკეთი ასაფეთქებელი შეაგდეს და კედლებზე ნაცისტური სიმბოლიკები დახატეს... სისხლის სამართლის აღიძრა, თუმცა არავინ დაუკავებიათ...

იმავე დღეს, ფრუნზეს სანაპიროზე, ტელეარხ РЕН ТВ-ს გადამღებ ჯგუფს იმ დროს დაესხნენ თავს, როდესაც ისინი ავტოსაგზაო შემთხვევას იღებდნენ. ავტოავარიის სავარაუდო მონაწილემ, ტელეარხის პროდიუსერს ფიზიკური შეუარცხოფა მიაყენა და გადასაღები აპარატურა დაუმტვრია.

ლალი პაპასკირი

ამბები. გე

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე