აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "იეჰოვას მოწმეებს" ტერორისტებივით ებრძვიან

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში "იეჰოვას მოწმეებს" ტერორისტებივით ებრძვიან

"მხოლოდ იმიტომ, რომ ქუჩაში იდგა და იეჰოვას ბროშურებსა და ბუკლეტებს არიგებდა, დედაჩემი დააკავეს და კანონის დარღვევისთვის ადმინისტრაციული სასჯელი მიუსაჯეს, არადა, არც კი ვიცოდით, რომ ეს დანაშაული იყო, არავის გავუფრთხილებივართ" - წერს ცხინვალის მცხოვრები ტატიანა ქელეხსაევა, რომლის დედასაც, "დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში", თავისუფლების სანაცვლოდ, ფინანსური ჯარიმის გადახდა მოუწევს. თუმცა, მისივე თქმით, ამ აკრძალვის მიუხედავად არაფრის შეცვლას რა აპირებს...

ადგილობრივი ხელმძღვანელობა ქელეხსაევას დაკავებას სხვა რამეს, გაცილებით საშიშ უკანონო საქმიანობას უკავშირებს, შესაძლოა, ეს იყოს ნარკოტიკებით ვაჭრობა. თუმცა, ის ცდილობს, რომ "იეჰოვას" ამოეფაროს და ამით პასუხისმგებლობა თავიდან აიცილოს...

უკვე სამი თვეა, იეჰოვასთან მოწმეებთან დაკავშირებით, რუსეთის გზას მიჰყვება სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებაც და მის მოწმეებს "ექსტრემისტულ" ორგანიზაციად აცხადებს. სეპარატისტული ხელისუფლების ცნობებით, იეჰოვას მოწმეები თბილისის ინტერესების გამტარებელნი არიან... აქ ისიც ცნობილი ხდება, რომ ცხინვალის რეგიონში იგივე მოსაზრებით არასამთავრობო ორგანიზაციებიც აკრძალეს, რადგან მიაჩნიათ, რომ იქ "ქართული ფული ტრიალებს".

რუსეთში "იეჰოვას მოწმეების" საქმიანობის აკრძალვა მათი მხრიდან სისხლის გადასხმასა და გარკვეული ტიპის სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმაა, რაც ხშირად ფატალური შედეგით სრულდება. თუმცა, რუსული მედია განმარტავს, რომ ამის მიზეზი მომავალი წლის მარტში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნებია - რუსეთის ხელისუფლება ფინანსების საეჭვო გზებით შემოდინების პრევენციას აკეთებს.

ცხინვალისგან განსხვავებით, რუსეთში უფრო რადიკალური მიდგომა აქვთ, - იქ იეჰოვას მოწმეებს "ისლამური სახელმწიფოს" წევრებივით ებრძვიან და ნებისმიერს, ვინც ამ საქმიანობაში იქნება ეჭვიტანილი, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცემენ.

მათივე მიბაძვით, ე.წ. სამხრეთ ოსეთმა იეჰოვას მოწმეთა სახლებში შესაძლო "ექსტრემისტული" ბროშურების არსებობა ოფიციალურად აკრძალა და განაცხადა, რომ ნებისმიერი ადამიანი, ვინც იეჰოვას პროპაგანდაში იქნება შემჩნეული, "სასამართლოს" წინაშე წარსდგება. აღნიშნული ინფორმაციის გასაჩივრებით იმუქრებიან იეჰოვას მოწმეები და აცხადებენ, რომ ეს მათი უფლების შელახვაა.

ანატოლი ბიბილოვის რელიგიური მრჩეველი სონია ხუბაევა უარყოფს, რომ ცხინვალი მოსკოვის მაგალითს მისდევს, თუმცა, ადასტურებს, რომ აკრძალვა ამოქმედდება, რაც ბოლო წლებში იეჰოვას მოწმეების რაოდენობის კატასტოფულად გაზრდილი რაოდენობით აიხსნება.

"მათი რაოდენობის ზრდის მიზეზი უკიდურესად მძიმე სოციალური ფონია. მაშინ, როდესაც რეგიონში უკიდურესი სიღარიბეა, მათ ყველაფერი აქვთ, მაგრამ თუ მათ შეხედულებას არ იზიარებენ, საკუთარი ოჯახის წევრიც რომ იყოს, პურს არ მიაწვდიან..." - წერს სოციალური ქსელის მომხმარებელი ანია ჯიოევა.

აკრძალვის მათეულ მიზეზებზე საუბრობს ოსეთის ე.წ. ხელისუფლება, - "თავდაპირველად, იეჰოვას მოწმეები ეთნიკური ოსები იყვნენ, რომლებიც ოს სეპარატისტებსა და თბილისს შორის 1991-92 წლებში მომხდარი დაპირისპირებისას, სამხრეთ ოსეთში საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდნენ, რათა ქართველი მიმდევრების რწმენა გაევრცელებინათ,"- აცხადებს რუსულ მედიასთან საუბარში ხუბაევა, რომლის თქმითაც, მათ არც იარაღი აუღიათ ხელში და არც პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარეულან, ისინი "აბსოლუტურად ინერტული არიან, არ ერევიან პოლიტიკაში, არ ზრუნავენ ქვეყნის განვითარებასა და შეცვლაზე, საერთოდ, არაფერში მონაწილეობენ, გარდა ქუჩაში დგომისა და ქადაგების. ასეთი სუბიექტები კი რეგიონის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის..

იეჰოვას მოწმეების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა უსაფრთხოების გამო არ დაასახელა სამხრეთ ოსეთში მცხოვრები თავიანთი მიმდევრების რაოდენობა, თუმცა, დაუზუსტებელი მონაცემეებით, მათი რაოდენობა ათასს ბევრად აჭარბებს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის, ლალიევის განცხადებით, "კომპეტენტური უწყებები" საეჭვო ორგანიზაციების იატაკქვეშა საქმიანობებს თვალყურს ადევნებენ.

ekhokavkaza -ს ცნობებით, იეჰოვას მოწმეთა ორგანიზაცია აკრძალულია აფხაზეთშიც, სადაც ბოლო წლებში, მათი რაოდენობა ათასებს აღწევდა, მაგრამ აკრძალვის შემდეგ, მათი რაოდენობა პირიქით, გაიზარდა.

აფხაზური მედიის ცნობებით, ეს მეტად სახიფათო ორგანიზაცია "ამერიკასა და საქართველოში" წახალისებულია და დაცულია, რაც შესაძლოა, საფრთხეებზე მიანიშნებდეს, თუმცა, "იეჰოვას მოწმეების" რაოდენობის ზრდა, ისევ და ისევ, რეგიონში ეკონომიკური პრობლემების მატებაზე მიანიშნებს, რადგან ძალიან ბევრი ადამიანი მათთან გაჭირვების გამო მიდის და შემდეგ, ახლობლებიც მიჰყავს... ამასთან, აფხაზეთის სამართალდამცველების მცდელობა, მუდმივი კონტროლის ქვეშ ჰყავდეთ ისინი, "შეუვარდნენ სილამაზის სალონებში, ოფისებსა და სახლებში, მათ რაოდენობას უფრო მეტად გაზრდის და მათი მხრიდან წინააღმდეგობის გაწევის ძალას გააძლიერებს..."

ლალი პაპასკირი

AMBEBI.GE

"პატარა საქართველომ ეს-ესაა გამოაცხადა უპილოტო საფრენი აპარატის შექმნის შესახებ" - რას წერს Forbes-ი საქართველოში სამხედრო დრონების წარმოებაზე

ფინელი სნაიპერი, რომელმაც 500-ზე მეტი საბჭოთა ჯარისკაცი მოკლა - მონადირეობიდან ომის გმირობამდე

"ზამთრის ომში" დაკარგული ქართველები - ბევრი მათგანის შესახებ, 1940 წლის შემდეგ არაფერი იყო ცნობილი