კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
17:53 / 01-12-2017
როგორ შემოვიდა აჰმედ ჩატაევი საქართველოში - რუსული მედიის ვერსიები
სუს-ის ოფიციალურ განცხადებას, რომლის თანახმადაც სპეცოპერაციისას ლიკვიდირებული პირებიდან ერთ-ერთი აჰმედ ჩატაევია,  უცხოურ მედიაში უკვე მოჰყვა გამოხმაურება.

მთავარი კითხვა, რომელსაც ისინი სვამენ, არის ის, თუ როგორ შემოვიდა, ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ჩეჩნური ფრთის ერთ-ერთი გავლენიანი ფიგურა, ბატალიონ "იარმუკის" 37 წლის მეთაური, ტერორისტი საქართველოში.

შესაბამისი უწყებები ალბათ იმასაც გასცემენ პასუხს, თუ რომელმა კონკრეტულმა პირმა ან უწყებამ მისცა ჩატაევსა და მის გარემოცვას საქართველოში "ხელშეუხებლობის გარანტია", რა მიზნით შემოუშვეს ისინი და რატომ მისცეს კარგად შეიარაღების დრო და უფლება. როგორ
მოახერხა განსაკუთრებით საშიშ ტერორისტთა სიით ძებნილმა პირმა სირია-ერაყიდან საქართველოში ჩამოსვლა, თბილისში ბინის დაქირავება და იმ რაოდენობის იარაღის თავმოყრა, რომ სუს-ის და შსს-ს სპეციალური დანიშნულების რაზმებისთვის წინააღმდეგობა 20 საათის განმავლობაში გაეწიათ;

"კავკასიის ხალხთა ინტეგრაციის ფონდის" პრეზიდენტის უმარ იდიგოვის თქმით, დაახლოებით თვენახევრის წინ ჩატაევმა მას შეუთვალა, რომ საქართველოში ჩამოსვლა სურდა, რაზეც იდიგოვისგან უარი მიღო - ეს შეუძლებელია, რადგან ძალიან სახიფათოაო, თუმცა, ის თბილისში მაინც აღმოჩნდა...

"ხალიფატის დაცემის" შემდეგ, რატომ მაინცდამაინც საქართველო?


ერთ-ერთი ვერსიით, - იმიტომ, რომ ჩატაევს ოჯახი საქართველოში ჰყავდა; გარდა ამისა, ის წლების მანძილზე, საქართველოს სპეცსამსახურის ოპერატიული აგენტი იყო და საქართველოს მოქალაქეობაც ჰქონდა მინიჭებული, რასაც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმდჯომარე ირაკლი სესიაშვილიც ადასტურებს და შესაბამისად, გარკვეული კავშირებიც ჰქონდა. ამიტომაც, შესაძლოა, მათი გამოყენების იმედიც ჰქონდა.

რუსული მედია ჩატაევის საქართველოში შემოღწევაში რუსული სპეცსამსახურების კვალს ხედავს - მათი ცნობით, ISIS -ის კვალის საქართველოში გამოჩენა, მათ ჯერ კიდევ ნახევარი წლის წინ დააანონსეს. 

ჩეჩნეთის მოსაზღვრე პანკისის დასახლებიდან ISIS-ის რიგებში ძალიან ბევრი ადამიანი წავიდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ მისი დაცემის შემდეგ, ცოცხლად გადარჩენილები, სამშობლოში დაბრუნდებოდნენ... "ახლა კი, რუსული მედიის ვერსია მართლდება - ახლო აღმოსავლეთში საბრძოლო გამოცდილებამიღებული ტერორისტები, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ სამხედრო ინსტრუქტორობა, თანდათან სამშობლოში ბრუნდებიან", - წერს kavkaz-uzel.eu.

სად იკვეთება "ცალხელა აჰმედას" კვალი


"ერთ-ერთ ვერსით, ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუსეთის კურატორთა ბრძანებით შეეძლო, თურქეთიდან საქართველოს გავლით და შემდეგ, ისევ რუსეთში დაბრუნებით. საქართველო მისთვის ერთგვარი დერეფანი იყო. რჩება მხოლოდ ერთი, ძალზედ სარისკო ვარიანტი - რუსებმა ჩატაევი გაუშვეს ან გადაიყვანეს საქართველოს გავლით, "სახლში დაბრუნების უფლების აკრძალვით" და იმის იმედით, რომ მას ქართული სპეცსამსახურები გაანეიტრალებდნენ.

ამით რუსული სპეცსამსახურები არასასურველ მოწმესაც მოიშორებდნენ და მეორეს მხრივ, მათთვის სასურველ ხმაურსაც ატეხდნენ, რათა შემდეგ, ეს საინფორმაციო აჟიოტაჟი მათივე მიზნების გასატარებლად გამოეყენებინათ. რუსულ სპეცსამსახურებს საქართველოში გარკვეული სცენარების გათამაშება რომ უნდათ, ეს ახალი არ არის...

შესაძლოა, მოსკოვმა თავისი რუსულად მოსაუბრე ჩეჩენი "მიავლინა" ISIS-ში, რათა ევროკავშირის ქვეყნებსა და მათ შორის, საქართველოში პროვოკაციებისთვის გამოეყენებინა... ვარიანტები, რასაკვირველია, ძალიან ბევრია, მაგრამ მათგან რამდენიმე პირდაპირ ზედაპირზე დევს", - წერს რუსული მედია.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

19:10 / 04-12-2017
vai wkuisagan
0
გარდა ამისა, ის წლების მანძილზე, საქართველოს სპეცსამსახურის ოპერატიული აგენტი იყო - ერთ-ერთ ვერსით, ჩატაევს თბილისში დაბრუნება რუსეთის კურატორთა ბრძანებით შეეძლო, თურქეთიდან საქართველოს გავლით, ა ანალიზი ..........
16:40 / 02-12-2017
დევი ბაყბაყი
0
ჩატაევი არა,მაგრამ საჭმელი მინდა და ფული მომეცით,მშია!
მსგავსი სიახლეები
უფრო ღრმად ჩაფლობას მოსკოვმა სირიის დატოვება "მოწოდების სიმაღლეზე" ყოფნის მომენტში ამჯობინა
ტერორისტების შოკი მარცხის შემდეგ თუ სტრატეგიული პაუზა?
"ცენტრალური აზიის მოქალაქეებისგან შექმნილი ჯგუფი, მითითებებს ISIS  -ისგან იღებდა..."
"მინდა ჩემი ხალხის ცხოვრება გაუმჯობესდეს, რუსეთი გახდეს უფრო ძლიერი, დაცული და განვითარებული..."
სოციალური ქსელების მომხმარებლები კნიაზევათი აღფრთოვანებულები არიან
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუსეთს მკაცრი განაჩენი გამოუტანა
"სექტემბრის მონაცემებით, სირიისა და ერაყის საბრძოლო მოქმედებების ზონაში, 500-მდე ბავშვი იმყოფებოდა..."
"შესაძლოა, ამ სისტემების შეძენამ თბილისს რეგიონში ახალი სახიფათო ავანტიურისკენ უბიძგოს..."
+VIDEO იდიგოვი დარწმუნებულია, რომ სპეცოპერაციის დროს ლიკვიდირებულთა შორის ახმედ ჩატაევია
"თუ არსებობდა ნამდვილად შაჰიდის ქამარი, დარწმუნებული ვარ, ის ერთი არ იქნებოდა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
21:31 / 13-12-2017  Image სტამბოლში საქართველოს მოქალაქე მოკლეს
ქალბატონი ბლაგვი საგნის ჩარტყმით არის მოკლული
13:35 / 13-12-2017  Image პრემიერი გაჩეჩილაძეს პასუხობს - თუ ბრალდებები არ დადასტურდა, გამობრძანდეს და ბოდიში მოიხადოს
"თუ დადასტურდება, მზად ვარ დავტოვო თანამდებობა"
13:45 / 13-12-2017  Image საცხოვრებელ კომპლექს "მწვანე ალმასში" უპრეცედენტო 20%-იანი ფასდაკლება დაიწყო!
ახალი წელი სასიამოვნო სიახლეებთან ერთად, ფასდაკლებებთან ასოცირდება. 
16:40 / 13-12-2017  Image ყოფილი პოლიციელი - როცა დაჭრილი ამირან რობაქიძე დაეცა, მასთან ავტომატი არ დამინახავს, იარაღი არავის ჰქონია - ამხელა ავტომატი თუ ვერ დავინახე, მაშინ დავრბმავებულვარ
"ახლა რომ რეჟიმი იყოს, ციხეში იჯდებოდი დიდი ხნის წინ"
13:11 / 13-12-2017  Image შესაძლოა, "ფრესკომ" ბაზარი დატოვოს - სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მუდმივი დეფიციტია
ბაზარზე მრავლად არიან როგორც ადგილობრივი, ასევე, უცხოური კომპანიები,

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
2017-10-15 07:45:43
ბავშვის აღზრდა რთული და ხანგრძლივი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49