კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს 14 წარმომადგენელი მოკლეს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს 14 წარმომადგენელი მოკლეს

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, გაეროს ბაზაზე, მეამბოხეების თავდასხმის შედეგად, ორგანიზაციის 14 წარმომადგენელი დაიღუპა, 53 კი, - დაიჭრა. ოფიციალური ინფორმაციით, გაეროს დაღუპული მშვიდობისმყოფელების ძირითადი ნაწილი ტანზანიელები იყვნენ. ამის შესახებ ინფორმაციას, გაეროს პრესმდივნის მოადგილე ფარჰან ჰაყმა ავრცელებს.

მან მომხდარში, კონგოს მეზობელ მდებარე ქვეყანაში, უგანდაში გამაგრებული მეამბოხეები დაადანაშაულა. გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ, ჟან-პიერ ლაკრუამ 8 დეკემბერს სოციალურ ქსელში გაავრცელა მიმართვა, სადაც ის წერს, რომ თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაჭრილთა ახლობლებს.

გაეროს წარმომადგენელთა ოფიციალური ინფორმაციით, თავდასხმა 7 დეკემბერს, გვიან საღამოს, ბუნებრივი რესურსებით მდიდარ ჩრდილოეთ კივუს პროვინციაში მოხდა, რომელიც აღმოსავლეთში მდებარეობს...

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც კონგოს დემოკრატიულ რესუბლიკაში, მეამბოხეები გაეროს წარმომადგენლებს თავს ესხმიან, - მიმდინარე წლის, 19 სექტემბერს, ასევე კივუს ჩრდილოეთ ნაწილში ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს გაეროს ერთი მშვიდობისმყიფელი, ერთი კი – დაჭრეს.

მათზე თავდასხმა გაეროს მისიის ბაზიდან 500 მეტრში, იქ, სადაც კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალებია განლაგებული... გაეროს მისია, კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში გაეროს რეზოლუციის თანახმად იმყოფება... მათი ფუნქცია, ადგილობრივი მოსახლეობის დაცვა და ქვეყნის შეირაღებული კონფლიქტის ადგილებში ჰუმანიტარული დახმარების შეტანაა. თუმცა, არაერთი შემთხვევა ყოფილა, რომ მეამბოხეები სწორედ ამ დროს ესხმიან თავს, რაც ხშირად მსხვერპლით სრულდება...

კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, რელიგიურ, ეთნიკურ და კიდევ არაერთ ნიადაგზე, ომი წლებია მიმდინარეობს. ამბოხებულები კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის სათავეში მოსვლას ცდილობენ, რისთვისაც არაერთი გახმაურებული, დაუნდობელი თავდასხმა განახორხიელეს, მათ შორის, გაეროსა და "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის წარმომადგენლებზე..."

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2017 წლის მარტიდან ივისამდე, მოკლულია 250-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 60-ზე მეტი ბავშვი,. რომელთა ასაკი 8 წელს არ აღემატება.

თვითმხილველთა ინფორმაციით, რომელთა მონათხრობსაც გაერო ძირითად შემთხვევაში ეყრდნობა, "მეამბოხეები მშვიდობიან მოსახლეობას, ქალებსა და ბავშვებს სასტიკად უსწორდებიან, სექსუალურად ძალადობენ მათზე, შემდეგ ან ცოცხლად წვავენ, ან ნაკუწებად ჭრიან ..." – ნათქვამია გაეროს ანგარიშში.

კასაი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ერთ-ერთი პროვინციაა, სადაც შეიარაღებული კონფლიქტები, ოპოზიციას, არმიასა და პოლიციას შორის, განსაკუთრებული სისასტიკით მიმდინარეობს.

ლალი პაპასკირი

AMBEBI. GE

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე