კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:00 / 09-01-2018
რამზან კადიროვი: "რუსეთისკენ მიმავალმა ტერორისტებმა, უკვე საქართველომდე ჩააღწიეს..."
"ვიპოვით და გავანადგურებთ" - ასე ეხმაურება ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის ტერიტორიაზე ტერორისტების შესაძლო მოხვედრას... რუსული მედიის ცნობით, შეიძლება ითქვას, კადიროვი "ხალიფატის დაცემის" შემდეგ, რუსეთში საკმაოდ ანგარიშგასაწევი ფიგურა გახდა, რადგან ერაყსა და სირიიდან წამოსული ISIS-ის წევრების ჩრდილოეთ კავკასიაში დაბრუნების შესახებ, მას თავისი "კადიროვცების" საშუალებით, საკმაოდ ბევრი ინფორმაცია აქვს.

თავად ჩეჩნეთის ლიდერი აცხადებს, რომ რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთისა და ზოგადად, ჩრდილოეთ კავკასიის მიმართულებით მიმავალი ტერორისტების შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობს. მისივე თქმით, - ბოევიკები რუსეთის მოსაზღვრე ქვეყანაში იმყოფებიან,
თუმცა, რუსი სამართალდაცავები მზად არიან ისინი საზღვართანვე გაანადგურონ. "ამ საფრთხის შესახებ უკვე ისაუბრეს ვლადიმირ პუტინმა და რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელმა ალექსანდრ ბორტნიკოვმა, რომლებმაც რადიკალი ისლამისტების მიმართ რუსი ძალოვნების ოპერატიული ქმედებები განიხილეს", - დასძენს კადიროვი.

"ერაყსა და სირიაში ცოცხლად გადარჩენილი "ისლამური სახელმწიფოს" წევრები რუსეთისკენ დაიძრნენ. ჩვენ კი ვალდებული ვართ, კანონის ფარგლებში რუსეთის მოქალაქეები მოსალოდნელი საფრთხისგან დავიცვათ..." - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ბორტნიკოვთან შეხვედრის შემდეგ.

თავის მხრივ, კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩენი ძალოვნები ტერორისტული დაჯგუფების წევრების "დახვედრისთვის" მზად არიან, "თუმცა, საქმე ის არის, რომ რუსეთის მიმართულებით მიმავალმა ტერორისტებმა უკვე საქართველომდე ჩააღწიეს" - ამის შესახებ კადიროვმა ტელეკომპანია НТВ-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

"ჩვენ შაითანების ლოზუნგები მოვისმინეთ, სადაც ისინი ამბობენ, - ჩავალთ რუსეთში და ვანახებთ მათ, როგორ ფეთქდება და ნადგურდება ყველაფერი გარშემო... ჩვენ გვაქვს ინფორმაცია რამდენიმე შაითანზე, რომელთაც ჩეჩნეთში ტერაქტების მოწყობა დაავალეს... ვიცი, რომ ისინი უკვე ჩავიდნენ საქართველოში, და ველოდებით მათ აქ. როგორც კი გადალახავენ საზღვარს, მაშინვე ავიყვანთ და გავანადგურებთ...", - განაცხადა კადიროვმა სატელევიზიო გადაცემაში.

მისივე თქმით, ისინი სრულად აკონტროლებენ ყველა შესასვლელ-გასასვლელს, აქვთ ინფორმაცია, სად არიან და რას აკეთებენ. კადიროვის თქმით, ჩეჩენი სამართალდამცველები მზად არიან მათი შემოსვლა აღკვეთონ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა, საერთაშორისო ტერორიზმის პოზიციების გამყარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ეხება ავღანეთს, ტაჯიკეთს, თურქმენეთსა და უზბეკეთს, სადაც "იატაკქვეშა ტერორიზმმა" პოზიციები გაიმყარა, რაც როგორც დანარჩენ მსოფლიოს, რუსეთსაც უქმნის სერიოზულ საფრთხეს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ქაბულში, ცენტრალურ ხელმძღვანელობას საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა სჭირდება და მზად ვართ ამ მხარდაჭერისთვის, ისე, როგორც ამას გასულ წელს ვაკეთებდით. ასევე მზად ვართ, მოვამზადოთ მათი კადრები სამართალდამცავ სტრუქტურებსა და შეიარაღებულ ძალებში, მივაწოდოთ სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა" - განაცხადა პუტინმა.

ალექსანდრე ბორტნიკოვის თქმით, მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, სირიასა და ერაყის დატოვების შემდეგ, ტერორიზმთან კავშირში მყოფები ლტოლვილის სახელით სარგებლობას აპირებენ, რათა ცენტრალურ აზიაში, იქიდან კი რუსეთში აღმოჩნდნენ.

"ჩვენ მათ თვალყურს ვადევნებთ. ისინი რუსეთში შრომითი მიგრანტებისა და ტურისტების სტატუსითაც ჩამოდიან. სწორედ მათ გამოსავლენად მუშაობენ ჩვენი სპეცსამსახურები უცხოელ კოლეგებთან, მათ შორის დსთ-ს ქვეყნების სპეცსამსახურებთან ერთად" - აღნიშნავს ბორტნიკოვი, რომლის თქმითაც, რუსმა ძალოვნებმა ბოლო რამდენიმე დღეში, ტერორიზმთან კავშირის ბრალდებით, 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

რუსი მაღალჩინოსნის თქმით, დსთ-ს ქვეყნებიდან 20 ათასამდე მოქალაქე, ექსტრემისტულ ორგანიზაციებთან კავშირში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი კონტროლზე საზღვრის გადაკვეთისას აიყვანეს და ახლა მათ შესაბამისი სამსახურები მუდმივად უთვალთვალებენ, რათა მათი გარემოცვა და ინტერესის ობიექტები შეისწავლონ...

რუსეთის შიდა დაზვერვის სამსახურის უფროსის, სერგეი ნარიშკინის თქმით, არსებული საერთაშორისო ვითარება არაპროგნოზირებადია, რადგან ტერორიზმი მთელ მსოფლიოს აზანზარებს. "ამას ემატება, მსხვილი მოთამაშეების მოქმედებები, რომლებიც ამ მხრივ, პრობლემებს კიდევ უფრო აღრმავებენ... თუმცა, ეს საფრთხე ყველაზე აქტუალურია პოსტსაბჭოთა სივრცესა და ცენტრალურ აზიაში", - აცხადებს ნარიშკინი.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არაერთი დეპუტატისგან განსხვავებით, რამზან კადიროვის მიერ მოპოვებული ინფორმაციის სანდოობაში, ეჭვი არ ეპარება საერთაშორისო საკითხებში სახელმწიფოს კომიტეტის წევრს ადალბი შხაგოშევს. მისი თქმით, კადიროვი ჩრდილოეთ კავკასიის საკითხებში ინფორმირებულია და "შიდა დინებებზე" საკმაოდ ბევრი რამ იცის...

"რუსეთში ტერორიზმის საფრთხე რომ სერიოზულია, ამაზე ბოლო დროს დაკავებულთა რაოდენობაც მიანიშნებს, - სტატისტიკის თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში, განსახორციელებელ ან უკვე განხორციელებულ ტერაქტებთან დაკავშირებით, რუსეთში, ოფიციალური მონაცემებით 5 000 ათასზე მეტი ადამიანი დააკავეს. დსთ-ს ქვეყნებიდან რუსეთის მიმართულებით საზღვრის გადმოკვეთაზე, 17 500-ზე მეტ ადამიანს უარი უთხრეს" - განაცხადა შხაგოშევმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ყველა რადიკალის მოხელთება ფიზიკურად შეუძლებელია, ოპერატიული ანტიტერორისტული ოპერაციები მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ასეთი სახის ქმედებები რუსეთის მოსახლეობას დაამშვიდებს.

"ეს დასტურია იმისა, რომ რუსეთის სპეცსამსახურებმა ტერაქტების აღკვეთა ისწავლეს... ადრე, 10-15 წლის წინ, ჩვენ, სამწუხაროდ, გახსნილ ტერაქტებზე ვმუშაობდით, ახლა კი, სხვა სურათი გვაქვს, - 2017 წლის მეორე ნახევარში, სხვადასხვა ობიექტებზე 50-ზე მეტი ტერაქტი აღვკვეთეთ...

კიდევ ერთი დამამშვიდებელი გარემოება ეს არის სახელმწიფო დუმის მიერ ISIS-ს "ვერბოვშიკების" წინააღმდეგ მიღებული კანონი; აგრეთვე, სატელეფონო ტერორიზმზე სასჯელის გამკაცრება. ის ადამიანები, ვინც "მოხალისეების" იდელოგიურ დამუშავებაზე მუშაობდნენ, ბოლო დროს, ძალიან მოთხოვნადი გახდნენ, რადგან "ისლამურ სახელმწიფოს" ახლა "ახალი სისხლი" სჭირდება. ტერორისტულ ორგანიზაციებს ძალიან ბევრი ფული აქვთ და შეეცდებიან, ეს მიზნობრივად გამოიყენონ, - ისინი დამარცხდნენ და ახლა გავლენების აღსადგენად ძალებს იკრებენ, ოღონდ შეცვლილი მეთოდებით", - აცხადებს შხაგოშევი.

ლალი პაპასკირი
AMBEBI.GE

22:22 / 14-01-2018
პაატა
9
ყველაზე დიდი ტერორისტები შენ და შენი მამობილი პუტინია.არავის დავიწყებია მისი ტერორისტული აქტები ჩეჩნეთში რომ შეჭრილიყო და კვლავ რუსეთის გუბერნიად ექცია შენი სამშობლო.ხოლო როდესაც შენ შეიცვლები ეს მოხდება ადრე თუ გვიან,კვლავ დაუბრუნდებიან უფროსი კადიროვის აფეთქების საკითხს.საინტერესოა,ჭორია?!თუ მართალი კულისებში მოარული ხმები!
გამოეხმაურე / 1 /
10:59 / 20-01-2018
პაატა-ს
1
სასწრაფოდ პსიქიატრთან ხარ მისასვლელი, თუმცა ალბათ უკვე დაგვიანებულია
16:37 / 13-01-2018
tngh
0
სამწუხაროდ, მწარე სიმართლეა... მეტი სიფრთხილე გვმართებს...
გამოეხმაურე / 0 /
მსგავსი სიახლეები
კაბინეტში, სადაც მე-7 კლასის მოსწავლეებს რუსული ენისა და ლიტერატურის გაკვეთილი უტარდებოდათ, "მოლოტოვის კოქტეილი" შეაგდო
არსებული ინფორმაციით, ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი პირი, სწორედ რუსეთს აფარებს თავს...
ქალაქის პოლიცია მომხდარს იძიებს
ვაშინგტონი ჯერ კიდევ ცდილობს, ანკარას რუსული იარაღის იმპორტი გადააფიქრებინოს
"სამხრეთ ოსეთის მონდომება სულაც არ ნიშნავს, რომ მოვლენები დრამატულად განვითარდება და რუსეთი ცხინვალის რეგიონს მიიერთებს..."
ჩეჩნეთში 30 ათასზე მეტი ადამიანი, მათ შორის პარლამენტარები, ახალ სოციალურ ქსელში დარეგისტრირდნენ
თურქეთის ხელისუფლებამ, 50 ათასზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეები
რაზე ამახვილებს ყურადღებას ამერიკის ხელისუფლება ყოველწლიურ ანგარიშში
"ვისურვებ მოწესრიგდეს ეს საკითხი, ყველა ეკლესიამ პატივი სცეს სხვა ეკლესიის საზღვრებს"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
ყოველ ხუთშაბათს, პარასკევს და შაბათს წარმოგიდგენთ ლაივებს.
ბალკანური ფოლკლორის, როკისა და სიმფონიიის საოცარ სინთეზს...
„ექვთიმე ღვთისკაცი“ - 20 იანვარს ფილარმონიაში და...
კონცერტში სრულიად უსასყიდლოდ მონაწილეობას მიიღებენ: საქართველოს სახელმწიფო...
18:15 / 20-01-2018  Image "მე გადავრჩი, მაგრამ ბევრი არ გადარჩენილა ზუსტად მაგ გზაზე..." - რას წერს რუსთავის გზატკეცილზე ავარიაში მოყოლილი გოგონა
"რატომ გვწირავთ?! სად არის გამაფრთხილებელი ნიშანი?!"
14:10 / 20-01-2018  Image საბა სამუშიამ ოთხი ადამიანი დაჭრა - პროკურატურა რესტორან "აღაში" მომხდარ ფაქტზე ახალ ინფორმაციას ავრცელებს
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საბა სამუშიამ სამი ადამიანი დაჭრა
15:30 / 20-01-2018  Image სიყვარული დაფრინავს - რომის პაპმა თვითმფრინავში ბორტგამცილებლები დააქორწინა
ჯვრისწერის სერტიფიკატი პაპის თანმხლებმა კარდინალმა იქვე გააფორმა
19:43 / 19-01-2018  Image "გერმანულ ბანკში ვმუშაობ... სამუშაოს დასრულების შემდეგ სიმღერაზე გავრბივარ" - ქართველი გოგონას წარ­მა­ტე­ბუ­ლი ცხოვ­რე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში
"ჭეშ­მა­რი­ტი გერ­მა­ნე­ლი მა­მა­კა­ცი ვერც წარ­მო­მიდ­გე­ნია ჩემ გვერ­დით"
15:07 / 20-01-2018  Image არასამთავრობოები "ბასიანის საქმეზე" - "...საქმეში შესაძლოა ჩართული იყოს ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობის პირი"
აღნიშნულ საქმეზე ამ დრომდე განხორციელებულმა მართლმსაჯულებამ საზოგადოებაში არაერთი კითხვა გააჩინა

პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49