კონგრესმენები ავღანეთისთვის რუსული ვერტმფრენების შეძენას აპროტესტებენ

კონგრესმენები ავღანეთისთვის რუსული ვერტმფრენების შეძენას აპროტესტებენ

რამდენიმე კონგრესმენმა პენტაგონის გეგმა, ავღანეთის შეიარაღებული ძალებისთვის რუსული ვერტმფრენების შესყიდვის თაობაზე გააკრიტიკა და ამერიკული წარმოების ვერტმფრენების შეძენა მოითხოვა. ამის შესახებ გაზეთი The Washington Post იტყობინება.

კანონმდებლები წუხან, რომ ამერიკელმა სამხედროებმა  Ми-17-ის ალტერნატიული ვარიანტები არ განიხილეს, ხოლო კონკურენციის არქონის გამო რუსეთმა ვერტმფრენების ფასი გაზარდა. როგორც ერთ-ერთმა კონგრესმენმა განაცხადა, რუსული საფრენი აპარატების შესყიდვის გადაწყვეტილებამ "დანახარჯების გაზრდა, ვადების დარღვევა, უსაფრთხოებისა და გადაადგილების პრობლემები" შექმნა.

ამერიკელი სამხედროები აღიარებენ, რომ ამერიკელი გადამხდელების თანხის რუსულ ვერტმფრენებში დაბანდება საკმაოდ უცნაურია, თუმცა აღნიშნავენ, რომ Ми-17 სხვებზე უკეთ მიესადაგება ავღანურ სამხედრო საჰაერო ძალებს, რადგან ეს ვერტმფრენი საბჭოთა კავშირში სპეციალურად ამ ქვეყნისთვის შეიქმნა. თანაც, ავღანელი პილოტების უმეტესობამ არ იცის სხვა ტიპის ვერტმფრენის მართვა, მათი გადამზადება კი საკმაოდ დიდ დროს წაიღებს.

კონგრესმენები განსაკუთრებით შეშფოთებულნი არიან იმით, რომ 2006 წლიდან მოყოლებული, რუსეთმა ვერტმფრენებზე ფასი გაასამმაგა: 6 მილიონიდან - 18 მილიონ აშშ დოლარამდე. პენტაგონმა ავღანური არმიისთვის უკვე შეიძინა და შეაკეთა 31 Ми-17, რაც 648 მილიონი დოლარი დაუჯდა. პენტაგონს ამ ტიპის რუსული ვერტმფრენების შეძენა 2011 წლისთვისაც ჰქონდა დაგეგმილი.

ეს პირველი შემთხვევა არა, როცა ამერიკის მთავრობა სხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისთვის რუსულ ვერტმფრენებს იძენს. ამერიკელებმა ერაყისთვის 8, ხოლო პაკისტანისთვის 14 Ми-17 შეისყიდეს. 

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა