აშშ-ის არმია M1 Abrams ტიპის ტანკებისთვის ელექტროკვების წყაროზე მუშაობს

აშშ-ის არმია M1 Abrams ტიპის ტანკებისთვის ელექტროკვების წყაროზე მუშაობს

ამერიკელი სამხედრო კონსტრუქტორები ახალ დამხმარე კვების წყაროზე მუშაობენ, რომელიც M1 Abrams ტიპის ტანკებზე დამონტაჟდება.

ამერიკის სასწავლო-კვლევითი ცენტრის სპეციალისტთა თქმით, რომლებიც სახმელეთო საშუალებებისთვის ახალი ტექნოლოგიების შექმნით არიან დაკავებულნი, ახალი კვების წყარო წარმოადგენს ხელსაწყოს, რომელიც სტანდარტული ტიპის საწვავს (JP-8) გარდაქმნის წყალბადად და შემდეგ გამოიმუშავებს ელექტროენერგიას.  

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, ტანკებისა და სხვა საბრძოლო მანქანებისთვის ახალი კვების წყაროს აუცილებლობა ბორტზე არსებულმა უახლესმა ელექტრონულმა აპარატურამ, კომპიუტერულმა სისტემებმა და სენსორებმა განაპირობა.

Abrams ტიპის ტანკის საბაზისო მოდიფიკაციაში შედის აირტურბინის ძრავი AVCO Lycoming AGT-1500, რომლის მთავარი ნაკლოვანება საწვავის ძალზე დიდი დანახარჯია. ახალი დამხმარე კვების წყარო კი ამერიკელ სამხედროებს მრავალ თავსატეხს მოუხსნის.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე