ავღანეთში ნატოს ჯარების მეთაური ობამას ადმინისტრაციას აკრიტიკებს

ავღანეთში ნატოს ჯარების მეთაური ობამას ადმინისტრაციას აკრიტიკებს

ამერიკელმა გენერალმა სტენლი მაკკრისტალმა, რომელიც ავღანეთში ნატოს კონტიგენტს მეთაურობს, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია კრიტიკული გამონათქვამებით შეამკო. თავის მხრივ, სტენლის ერთ-ერთმა თანაშემწემ თავად პრეზიდენტიც გაკიცხა იმის გამო, რომ გენერალს მხოლოდ ფოტოგრაფირებისთვის შეხვდა და სხვა საკითხებით არ დაინტერესდა. მაკკრისტალის მოადგილემ ობამას გარემოცვა ”კლოუნებად” მოიხსენია.

პარასკევს ამერიკული ჟურნალი Rolling Stone გამოაქვეყნებს სტატიას, სადაც სრულად იქნება წარმოდგინილი გენერალ მაკკრისტალისა და მისი გარემოცვის სკანდალური გამონათქვამები ობამასა და მის ადმინისტრაციაზე. სტატია ”გენერლის მარში” გენერალთან და მის გარემოცვასთან საუბრის შედეგად მომზადდა. ამონარიდები ამ სკანდალური მასალებიდან უკვე მოხვდა პრესაში.

გენერალმა უკვე განაცხადა, რომ ”გულწრფელ ბოდიშს იხდის” სტატიაში მოყვანილი კომენტარების გამო: ”ობამას და მის გუნდს უდიდეს პატივს ვცემ. აქ რაღაც შეცდომაა. მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში არასდროს მიღალატია ღირსებისა და პროფესიონალიზმის პრინციპებისათვის, ხოლო რაც ამ სტატიაშია ნათქვამი, შორსაა ამ სტანდარტებისგან”.

როგორც ჩანს, მობოდიშებამ მაკკრისტალს ვერ უშველა. მას უკვე უხმეს ვაშინგტონში. გაზეთი  The WaShington Post წერს, რომ სტატიის გამოქვეყნება ”კიდევ უფრო გააღმავებს დაძაბულობას თეთრ სახლსა და გენერალს შორის”. ”სტატიის გამოქვეყნებისთვის ამაზე უფრო ცუდ დროს ვერავინ შეარჩევდა: ავღანეთიდან ცუდი ამბები ისმის, ნატოს დანაკარგები კი იზრდება”, - აღნიშნავს გაზეთი.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე