რუსული ხომალდი "სუზდალეცი" აფხაზეთის ნაპირებთან პატრულირებას იწყებს. ამის შესახებ რუსული ინტერნეტპორტალი "flot.com" იუწყება.
კერძოდ, მცირე ნავსაწინააღმდეგო გემი "სუზდალეცი" რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მთავარი ბაზიდან – სევასტოპოლიდან აფხაზეთის მიმართულებით დღეს გავა და ერთი თვის განმავლობაში დარჩება. გემი ოჩამჩირისა და ახალი ათონის შიდა რეიდზე დადგება. შემდეგ ერთ თვეს კი ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე გაატარებს.
აგვისტოში კი "სუზდალეცს" აფხაზეთის სანაპიროსთან ხომალდი "მურომეცი" შეცვლის.
"სუზდალეცის" მთავარი დანიშნულება სანაპიროსთან ახლოს წყალქვეშა ნავების წინააღმდეგ ბრძოლაა. გემი აღჭურვილია საზენიტო-სარაკეტო კომპლექსითა და საარტილერიო დანადგარით.