newsru.com-ის ცნობით, საქართველის შეიარაღებული ძალების ვეტერანმა დავით დავითაშვილმა, მისთვის და მისი ოჯახისთვის რუსეთის ფედერაციას პოლიტიკური თავშესაფარი სთხოვა. ამის შესახებ მან თბილისში, შვეიცარიის საელჩოსთან გამართულ ოპოზიციური პარტიის აქციაზე განაცხადა.
დავითაშვილს პოლიტიკური განცხადებები არ გაუკეთებია. მისი თქმით, რუსეთისთვის თავშესაფრის მოთხოვნა განპირობებულია იმით, რომ მის ოჯახს საქართველოში საცხოვრებელი აღარ აქვს.
დავითაშვილის თქმით, ის საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1996-იდან 2008 წლამდე მსახურობდა. 2006 წელს ირიცხებოდა ერაყში ქართული მისიის შემადგენლობაშიც. მისი ოჯახი აქამდე თბილისში, მუხაინის ე.წ. "სამხედრო ქალაქში" ცხოვრობდა, თუმცა წელს საცხოვრებელი ფართის დატოვებას აიძულებენ.
"რუსეთს თავშესაფარს იმიტომ ვთხოვთ, რომ საქართველოში არავის ვჭირდებით", - განაცხადა ყოფილი სამხედროს მეუღლემ.
"თავდაცვის სამინისტრო დავითაშვილის ოჯახს საცხოვრებელს ართმევს. მან არაერთხელ მიწერა პრეზიდენტს, თავდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებს, მაგრამ პასუხი ვერავისგან მიიღო", - განაცხადა "ხალხის პარტიის" წარმომადგენელმა ალექსანდე შალამბერიძემ. ამ ფაქტზე საქართველოს თავდაცვის სამინსტროს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.