კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობა აშშ-ისგან 65 ტრილიონი დოლარის კომპენსაციას ითხოვს იმ ზიანისთვის, რომელიც ქვეყანას 1945 წელს, კორეის ნახევარკუნძულის გაყოფიდან მოყოლებული მიადგა.
ფხენიანის დაანგარიშებით, მისი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება და უგზო-უკვლოდ დაკარგვა 26,1 ტრილიონ დოლარად ფასდება, ხოლო 60 წლის წინ ამერიკის დაწესებული სანქციებით გამოწვეული ზარალი 13,7 ტრილიონს შეადგენს. კიდევ 16,7 ტრილიონი დოლარი 1950-1953 წლებში კორეის ომისგან მიყენებული ზარალია.
კორეა ორ ნაწილად 1945 წელს გაიყო, რასაც შემდგომში მხარეებს შორის დაპირისპირება მოჰყვა. სამხრეთ კორეის მხარეს ამერიკელები იბრძოდნენ, ჩრდილოეთ კორეას კი ჩინეთი და სსრკ ედგნენ მხარში. კორეის ომად წოდებული კონფლიქტი, რომელსაც საერთო ჯამში 2 მილიონი კორეელი შეეწირა, 1953 წელს დასრულდა, თუმცა სეულსა და ფხენიანს შორის სრულფასოვანი მშვიდობა დღემდე არ დამყარებულა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.