გერმანულმა კომპანიამ Krauss-Maffei Wegmann, რომელიც ტანკს Leopard 2-ს ამზადებს, მისი ახალი მოდიფიკაცია L2A7+ შეიმუშავა. ახალი ტანკს გაუმჯობესებული ჯავშანი, დაზვერვის სისტემა და უზუსტესი შეიარაღება აქვს.
გერმანიის თავდაცვის სამინისტრო უკვე გეგმავს 150 ერთეული Leopard 2A6-ის 2A7+-ად მოდერნიზებას. ამ დროისთვის ქვეყანას შეიარაღებაში სულ 225 Leopard 2A6 და 125 Leopard 2A5 აქვს.
Leopard 2A7+-ის მოდულური ჯავშანი ეკიპაჟს მინაზე ან თვითნაკეთ ასაფეთქებელ მოწყობილობაზე აფეთქებისგან იცავს. ტანკზე ასევე დამონტაჟებულია დაცვის სპეციალური საშუალებები, რომლებიც მის კორპუსს ყუმბარმტყორცნის შეტევისგან იცავს და ასევე ჯავშანის კომპლექტი Duell-Kit, რომელიც კინეტიკური და კუმულაციური იარაღისგან დაცვას განაპირობებს.
მოდიფიცირებულ "ლეოპარდზე" დამონტაჟებულია დისტანციური მართვის მოდული FLW-200, რომელზე შესაძლებელია 5,56, 7,62, ან 12,7 მმ კალიბრის ტყვიამფრქვევის, ასევე 40 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის გამართვა. ტანკს ასევე შეუძლია 120-მილიმეტრიანი ფუგასური ჭურვების გასროლა.
ტანკი აღჭურვილია ბორტის უახლესი კომპიუტერული სისტემებით, დამხმარე ძალისმიერი აპარატითა და კონდიციონერით და მისი მასა 70 ტონამდეა.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.