ავღანეთში ნატო-ს ძალებმა ივნისის თვეში რეკორდული დანაკარგი განიცადეს. ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო მისიის მიერ დღეს გავრცელებულ პრესრელიზში დადასტურდა ინფორმაცია მარვარის ხეობაში სამი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ.
ხეობაში, რომელიც ავღანეთის აღმოსავლეთ პროვინცია ყუნარში მდებარეობს, "ბოევიკების" აყვანის მიზნით სპეცოპერაცია მიმდინარეობდა.
ამასთან, მხოლოდ ივნისის თვეში ავღანეთში დაღუპულ ჯარისკაცთა რაოდენობამ 100-ს მიაღწია.
2010 წლის დასაწყისიდან დღემდე ავღანეთში სულ 320 ჯარისკაცი დაიღუპა. 2009 წელს კი - 520. აღნიშნულ მონაცემებზე დაყრდნობით "როიტერი" ასკვნის, რომ მიმდინარე წელი ავღანეთში საერთაშორისო სამხედრო ოპერაციისთვის ყველაზე სისხლიანია.