რუსეთის შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის ექსპორტმა 6 თვეში 5,3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ეს მაჩვენებელი წლიური გეგმის 56%-ს შეადგენს, რომელიც 9,5 მილიარდი დოლარით განისაზღვრა.
2010 წლის დასაწყისში რუსეთმა რამდენიმე წარმატებული საექსპორტო კონტრაქტი გააფორმა. ლიბიაში რუსებმა 6 სასწავლო-სამხედრო თვითმფრინავი Як-130 გაყიდეს, 29 გამანადგურებელი МиГ-29К ინდოეთმა შეიძინა, არგენტინამ ვერტმფრენები Ми-171Е, უგანდამ კი 6 გამანადგურებელი Су-30МК2 შეიძინა.
ამჟამად რუსეთი თავის შეიარაღებასა და სამხედრო ტექნიკას მსოფლიოს 62 ქვეყანაში ყიდის. რუსული იარაღის უდიდესი იმპორტიორები არიან ალჟირი, ვენესუელა, ინდოეთი და ჩინეთი. სწორედ ამ სახელმწიფოებზე მოდის 2009 წელს რუსული სამხედრო ექსპორტის 70%. შარშან რუსეთმა საერთო ჯამში 8,8 მილიარდი დოლარის შეიარაღება გაყიდა.
რუსები იმედოვნებენ, რომ მომავალში ყოველწლიურ სამხედრო ექსპორტს 9-10 მილიარდამდე გაზრდიან.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.