რამდენიმე დღეში რუსეთი პალესტინას სრულიად უსასყიდლოდ 50 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს, რომელსაც ამ ქვეყნის უშიშროების ძალები გამოიყენებენ.
ამის შესახებ РИА Новости-ის რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ანდრეი ნესტერენკომ განუცხადა.
პაკისტანის დახმარების თაობაზე რუსეთმა პირველად 2005 წელს განაცხადა. მაშინ რუსები პალესტინური მხარისთვის ორ სამხედრო-სატრანსპორტო ვერტმფრენის Ми-17 და ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემას აპირებდნენ, თუმცა 2006 წლის თებერვალში მოლაპარაკებები ტექნიკის გადაცემის თაობაზე გაურკვეველი ვადით შეჩერდა, რაც მეტწილად ისრაელის ფაქტორით იყო განპირობებული.
2008 წელს ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ეჰუდ ოლმერტმა და სერგეი ლავროვმა პალესტინისთვის ჯავშანტრანსპორტიორების გადაცემის თაობაზე მოითათბირეს.
ებრაული მხარე რუსებს იმ პირობით დათანხმდა, თუკი პალესტინელები ჯავშანმანქანებს შეიარაღების გარეშე მიიღებენ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.