რუსეთში, ქალაქ ბიისკას სიახლოვეს მდებარე სამხედრო პოლიგონზე აფეთქება მოხდა, - იტყობინება "Интерфакс". ინციდენტი შაბათს მოხდა, თუმცა ამის შესახებ მოგვნიანებით გაცხადდა.
აფეთქების შედეგად დაიღუპა 6 ადამიანი, რომლებსაც პოლიგონის ტერიტორიიდან უტილიზაციის მიზნით დენთი და წუნიანი სპეცნაწარმი გამოჰქონდათ.
დაღუპულთა შორის მაიორი, პოლკოვნიკი და ბიისკას საწარმოო გაერთიანების "Сибприбормаш"-ის ოთხი რიგითი მოსამსახურეა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო პოლიგონის ტერიტორიაზე აფეთქების შესახებ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ადასტურებს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.