აშშ-ის და ნატოს ქვეყნების ჯარების სარდალმა ავღანეთში, ამერიკელმა გენერალმა დევიდ პეტრეუსმა ”თალიბებსა” და ”ალქაიდაზე” გამარჯვების რეცეპტი დაასახელა. მისი თქმით, წარმატება მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ დასავლეთის სამხედრო ძალები და ადგილობრივი მოსახლეობა გაერთიანდება. ამის შესახებ პეტრეუსმა ქაბულში ნატოს ოფიცრების, ავღანელი ჩინოვნიკებისა და დიპლომატების წინაშე გამოსვლისას განაცხადა. გენერლის თქმით, ომი, რომელიც 9 წელი გრძელდება, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით დასრულდება.
პეტრეუსმა ამ პოსტზე სტენლი მაკკრისტალი შეცვალა. მაკკრისტალი პოსტს ბარაკ ობამას ადმინისტრაციის კრიტიკის გამო გამოეთხოვა.