კომპანიამ Mercedes-Benz-მა დაჯავშნული საპატრულო მსუბუქი ავტომობილის LAPV 6.X-ის პროტოტიპი წარმოადგინა. ავტომობილი G-კლასის ყველგანმავალის ბაზაზეა აწყობილი და სამხედრო მიზნებისთვის გამოიყენება. სწორედ LAPV 6.X გახდება LAPV 5.4-ის შემცვლელი, რომლითაც წარმოდგენილია დღეს გერმანული არმიის ავტოფარეხი.
როგორც მისი წინამორბედი, კონცეპტ-ქარი LAPV 6.X ყველგანმავალი G-Class-ის პლატფორმაზეა აგებული და აღჭურვილია დიზელის სამლიტრიანი, 224 ცხენისძალიანი V6 ძრავით. მისი მეშვეობით ავტომობილი 150 კმ/სთ-ს მაშინაც კი ავითარებს, როცა 1,3 ტონით არის დატვირთული.
მწარმოებელთა ინფორმაციით, ახალი კონცეპტ-ქარის აღმასვლისა და დაღმასვლის კუთხეები, შესაბამისად, 50 და 45 გრადუსს შეადგენს. В LAPV 6.X-ს აქვს კომპრესორი, რომელიც სხვადასხვა საგზაო სიტუაციების გათვალისწინებით საბურავებში წნევის ცვლილების საშუალებას იძლევა.
სამხედრო ავტომობილის მთავარი სიახლე კი დაცვის დახვეწილი სტრუქტურაა, რომლის საშუალებით ჯავშნის დაზიანებული ფურცლის ახალით შეცვლა სწრაფადაა შესაძლებელი. და კიდევ, ახალ სამხედრო ავტომობილზე დამონტაჟებულია ევროპის აეროკოსმოსური და თავდაცვის კონცერნის სანავიგაციო სისტემები.
სამოქალაქო ვარიანტის სახით ამ სამხედრო ავტომობილის სერიული წარმოება არ მოხდება, თუმცა მასში გამოყენებული უსაფრთხოების გარკვეული სისტემები, შესაძლოა, მომავალში მოდელებზე S600 Pullman-სა და E-Class Guard-ზე ვიხილოთ.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.