ყირიმში ნატოს ანტიმეკობრული სწავლება იწყება

ყირიმში ნატოს ანტიმეკობრული სწავლება იწყება

უკრაინაში სამხედრო სწავლება Sea Breeze-2010 იწყება, რომელშიც ნატოც მონაწილეობს. სწავლება 12-დან 23 ივლისამდე გასტანს და მისი მთავარი თემა საერთაშორისო ანტიმეკობრული ოპერაციებისთვის მომზადება იქნება, - იუწყება РБК.

სწავლებაში მონაწილეობას ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი რამდენიმე ქვეყანა: აშშ, გერმანია, ბელგია და პოლონეთი მიიღებს. მათ ასევე შეუერთდებიან საქართველო, აზერბაიჯანი, საბერძნეთი, თურქეთი, მოლდავეთი და დანია.

სწავლების სახმელეთო ფაზა ნიკოლაევსკის სამხედრო პოლიგონზე გაიკმართება, რომლის ბანაკში უკრაინის საზღვაო ქვეითთა ბატალიონთან ერთად საქართველოსა და მოლდავეთის თითო ოცეულიც წარსდგება. რაც შეეხება სწავლების საზღვაო ფაზას, ის შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში ჩატარდება, - იტყობინება РИА "Новости".

აღსანიშნავია, რომ სწავლება Sea Breeze დისკუსიასა და პროტესტს იწვევს როგორც უკრაინის პოლიტიკურ წრეებში, ის მოსახლეობაში. შარშან ყირიმში ნატოს სამხედრო სწავლება გადაიდო. მიზეზი უმაღლესი რადას გადაწყვეტილება იყო, რომელიც უცხო ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლას უკრძალავდა.

სწავლება 2006 წელს საპროტესტო აქციის გამო ჩაიშალა, მაშინ პრორუსულმა პოლიტიკურმა ძალებმა ფეოდოსიის პორტის ბლოკირება შეძლო, სადაც აშშ-ის გემს სწავლებისთვის საჭირო სამხედრო ტექნიკა და აღჭურვილობა შემოჰქონდა.

Sea Breeze-2006-ის გადადების ფორმალურ მიზეზად ახლოაღმოსავლეთში მდგომარეობის გართულება დასახელდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე