ტეხასურმა კომპანიამ AVX-მა პენტაგონის პერსპექტიულ პროექტთა კვლევების სამმართველოს მფრინავი ყველგანმავალი წარუდგინა. ავტომობილს ორი დასაკეცი ხრახნი აქვს და მას გადაადგილებაში ვერავითარი რელიეფი ხელს ვერ შეუშლის.
ამ ყველგანმავალს 471 კგ ტვირთის ზიდვა 463 კმ-ზე შეუძლია. ხმელეთზე მისი გადაადგილების სიჩქარე 130 კმ/სთ-ია, ვერტმფრენის რეჟიმში კი ის 225 კმ/სთ სიჩქარით მიფრინავს. აღსანიშნავია, რომ აპარატს ხმელეთზე მოძრაობის რეჟიმიდან ფრენის რეჟიმზე გადასასვლელად ზუსტად 60 წამი სჭირდება.
მთავარი ხრახნის გარდა ავტომობილს უკანა ნაწილში ორი ვენტილატორი აქვს, რომლებიც ჰორიზონტალური ფრენის რეჟიმში აჩქარებას განაპირობებენ. მათი მომართვა ქვემოთკენაც შეიძლება, რათა აფრენის დროს დამატებითი ამწევი ძალა გამოიმუშაოს.
მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.