რუსულ ჯარში "დედოვშჩინა" ვერ მოიშალა

რუსულ ჯარში "დედოვშჩინა" ვერ მოიშალა

ახლახან რუსეთის გენ-შტაბმა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის გეგმის შესრულების შესახებ ანგარიში წარმოადგინა - რუსულ ჯარს წელს 270 600 ჯარისკაცი შეემატება. მათგან 70% სამშობლოს წინაშე ვალს საცხოვრებელი სახლის სიახლოვეს მოიხდის.

ექსპერტები აცხადებენ, რომ მიუხედავად სამხედრო სავალდებულო სამსახურის შემცირებული ვადისა, რუსულ ჯარში"დედოვშჩინა" კიდევ უფრო გახშირდა. მართალია, ნამსახურის მიხედვით სამხედროთა კლასიფიკაცია "დედებად", "სლონებად", "ჩერპაკებად" თუ "დუხებად" მოიშალა, მაგრამ დებულებით გაუთვალისწინებელი ურთიერთობის ფორმები კვლავ შენარჩუნდა.

აქამდე რუსეთში სამხედროთა შორის ყაზარმული იერარქია და უფლებები საკმაოდ მკაცრად იყო განსაზღვრული. იერარქიული კიბის ქვედა საფეხურზე ახალწვეულები იყვნენ, რომლებსაც ფიცი ჯერ არ ჰქონდათ მიღებული. შეიძლება ითქვას, მათ არავითარი უფლება არ გააჩნდათ. ჰქონდათ მხოლოდ მოვალეობები, რომლებსაც შედარებით მაღალ საფეხურზე მყოფი ჯარისკაცები უწესებდნენ.

დამსახურების მიხედვით ჯარისკაცები იერარქიულ კიბეზე ზემოთ მიიწევდნენ, რომლის უმაღლეს საფეხურზე მყოფებს "დემბელს" უწოდებდნენ. ჯარისკაცთა შორის უფლებებისა და მოვალეობების "დედოვშჩინური" განაწილებით კმაყოფილი იყო ყველა, მათ შორის ოფიცრებიც.

როგორც "Комсомольская правда"-ს გენშტაბის გადამდგარმა პოლკოვნიკმა ვლადიმერ პოპოვმა განუცხადა, რუსულ არმიაში "დედოვშჩინის" აღმოფხვრა, მხოლოდ სამსახურის ვადის შემცირებით შეუძლებელია და არც არის საჭირო, რადგან ის ჯარისკაცის აღზრდის ტრადიციულ მეთოდზეა დაფუძნებული. ექსპერტის აზრით, "დედოვშჩინის" შენარჩუნებით, პირველ რიგში, თავად ოფიცრები არიან დაინტერესებული.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ რუსეთში სამხედრო სამსახურის ვადის შემცირება არ აისახა სამსახურისგან თავის არიდების ფაქტების რაოდენობაზე.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე