რუსეთმა, შესაძლოა, "მისტრალის" ყიდვა გადაიფიქროს

რუსეთმა, შესაძლოა, "მისტრალის" ყიდვა გადაიფიქროს

რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ფრანგული სადესანტო ვერტმფრენმზიდის "მისტრალის" შეძენაზე უარის თქმას ურჩევს, სანაცვლოდ კი სთავაზობს არჩევანი ანალოგიურ კორეულ გემზე "ტაკტოზე" გააკეთოს.

როგორც გაზეთი "კომერსანტი" წერს, კორეული გემის ღირებულება 650 მლნ დოლარია,  მისტრალზე ოდნავ ძვირი.

რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაციის ხელმძღვანელის თქმით, კონცერნ Daewoo Shipbuilding & Marine Engineering-ის მიერ შექმნილი კორეული გემი "ტოკტო" ზოგიერთი პარამეტრით "მისტრალს" ჯობს.

რუსეთის გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია თავდაცვის სამინისტროს ურჩევს, კორეული კონცერნისგან ლიცენზია შეისყიდოს და "ტოკტო" რუსეთში ააგოს.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სადესანტო ვერტმფრენმზიდის შესაძენად ტენდერის გამოცხადებას აპირებს. ფრანგული "მისტრალის" გარდა კონკურსში მონაწილეობას ჰოლანდიური და ესპანური გემებიც მიიღებენ.

რაც შეეხება წინადადებას, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში მას ეჭვის თვალით უყურებენ, რადგან ფიქრობენ, რომ გემის რუსეთში აგებას, სულ ცოტა, 7-10 წელი დასჭირდება. გემთმშენებელი კორპორაციის გათვლებით კი ამისთვის 3 წელი საკმარისი იქნება.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე