ხათუნა გოგორიშვილმა "რეზერვის შესახებ" კანონპროექტი დაიწუნა

ხათუნა გოგორიშვილმა "რეზერვის შესახებ" კანონპროექტი დაიწუნა

ამის შესახებ  საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ხათუნა გოგორიშვილმა 15 ივლისს საპროცედურო საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე "რეზერვის შესახებ" კანონპროექტის განხილვისას განაცხადა.

მისი თქმით, დაუშვებელია, რომ რეზერვგავლილ პირს სამსახურში დანიშვნისას უპირატესობა ენიჭება და ასევე, იგი უპირატეს მდგომარეობაშია სამსახურში რეორგანიზაციის და გათავისუფლების დროს.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს მიდგომა განსაკუთრებულად დაუშვებელია მაშინ, როდესაც რეზერვში გაიწვევიან 27-დან 40 წლამდე მამაკაცები და გაუგებარია რა დააშავეს თუნდაც 41 წლის ადამიანებმა.

ხათუნა გოგორიშვილი აპროტესტებს იმ ჩანაწერსაც, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი განსაზღვრავს იმ პროფესიათა ჩამონათვალს, სადაც უკონკურსოდ დაინიშნებიან რეზერვგავლილი პირები.

აღნიშნული მიდგომები ხათუნა გოგორიშვილს ანტიკონსტიტუციურად და დისკრიმინაციულად მიაჩნია და კანონპროექტის ავტორებს მისი შესწორებისკენ მოუწოდებს.

ამასთან მთავრობის საპარლამენტო მდივანმა გია ხუროშვილმა კანონპროექტის განხილვისას განაცხადა, რომ მთავრობას ჯერჯერობით ამ საკითხზე არ უმსჯელია და მთავრობის პოზიციას ის უახლოეს დღეებში წარმოადგენს.

"რეზერვის შესახებ" კანონპროექტის ავტორები არიან დეპუტატები ლაშა თორდია, ზვიად კუკავა და სამსონ ქუთათელაძე.

"ინტერპრესნიუსი"

"...საბოლოო ჯამში, ეს გამოიწვევს ტაქსის გაძვირებას, რაც ნორმალურია" - კახა კალაძე ტრანსპორტის რეფორმაზე

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე