რუსეთი ცაში უპირატესობისთვის ბრძოლაში მარცხდება - უპილოტოების შექმნის პროექტი ჩაფლავდა

რუსეთი ცაში უპირატესობისთვის ბრძოლაში მარცხდება - უპილოტოების შექმნის პროექტი ჩაფლავდა

მაშინ, როცა უპილოტო საფრენი აპარატები მსოფლიო სამხედრო ავიაციის განვითარების უმთავრეს ტენდენციად განიხილება, რუსეთი ამ თვალსაზრისით პასიურობს. როგორც ახლახან ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, უპილოტოთა სამამულო წარმოება, რომელშიც 5 მლრდ რუბლი დაიხარჯა, ჩავარდა.

შედეგად, რუს სპეციალისტებს ისღა დარჩენიათ, თავიანთ ქვეყანაში ებრაული უპილოტოების ლიცენზირებულ წარმოებას მიჰყონ ხელი, - წერს "Независимая газета". თუმცა, ეს საკითხი ბოლომდე ჯერ კიდევ გაურკვეველია.

არადა, მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები უპილოტოთა წარმოებას უდიდეს ყურადღებას უთმობენ. ისრაელის კომპანია Innocon-მა უკვე წარმოადგინა ახალი უპილოტო საფრენი აპარატი, რომლის მეშვეობით შესაძლებელია სავაჭრო გემების უსაფრთხოების კონტროლი, რათა მათზე მეკობრეთა თავდასხმა არ მოხდეს.

ებრაული აპარატი, რომელსაც ვერტიკალური აფრენის უნარი აქვს და ოპტიკური ვიდეოთვალთვალის სისტემითაა აღჭურვილი, დაახლოებით 300 ათასი დოლარი ღირს. მისი მართვა გემიდან, ნოუთბუქის მეშვეობით შეიძლება.

აშშ ჰიპერბგერით პლანერზე FHTV-ზე მუშაობს, რომელსაც 23 ათასი კმ/სთ სიჩქარის განვითარება შეეძლება. პარალელურად ამერიკელები უპილოტო კოსმოსურ აპარატს (X-37B) ქმნიან და მას მომავალში ორბიტაზე ტვირთის გადასატანად, ასევე დაზვერვის მიზნებით გამოიყენებენ. აპარატის ერთ-ერთი თავისებურება კი ისაა, რომ მას მიწაზე დაშვება ჩვეულებრივი თვითმფრინავის დარად შეეძლება.

ამერიკული კომპანია LaserMotive ელექტროძრავიანი უპილოტოს შექმნას ცდილობს, რომლის დამუხტვა ჰაერში ხმელეთიდან, ლაზერული მოწყობილობით იქნება შესაძლებელი. უპილოტო აპარატი, ელექტროძრავის წყალობით, თითქმის უხმაურო იქნება, რითიც განსაკუთრებით სამხედროები არიან დაინტერესებულნი.

კიდევ ერთი ამერიკული კომპანია Sikorsky ვერტმფრენის UH-60M-ის უპილოტო ვერსიას ქმნის.

გულხელდაკრეფილნი არც ფრანგები არიან. კომპანია Dassault Aviation უპილოტო საფრენ აპარატზე - Neuron-ზე მუშაობს, რაშიც სტელს-ტექნოლოგიებს იყენებს. აპარატს სახმელეთო მიზნებზე იერიშის მიტანა საბრძოლო მოქმედებების სეტეცენტრულ რეჟიმში ხედვის რეჟიმით შეეძლება. პროექტი საბოლოო სახეს 2012 წელს მიიღებს, მანამდე კი აპარატისთვის ახალი ტიპის შეიარაღება და ძრავა შეიქმნება.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე