აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში საკუთარი არმიის გაგზავნას აპირებს, რაც ამერიკელი კანონმდებლებისა და ჩინოვნიკების თქმით, ამერიკაში უპრეცენდენტო და სარისკო ექსპერიმენტია.
როგორც ამერიკული გამომცემლობა McClatchy იტყობინება, ერთი წლის შემდეგ სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაქირავებული ადგილობრივი კერძო დაცვის სამსახურები ჯავშანმანქანების, საფრენი აპარატების, საძიებო-სადაზვერვო სისტემების განკარგვის, ასევე ბრძოლის ველიდან დაღუპულთა გადმოსვენებისა და იარაღის უტილიზაციის უფლებას მიიღებენ.
2008 წლის შეთანხმების თანახმად, აშშ-ის არმიამ ერაყი 2011 წლისთვის უნდა დატოვოს, თუმცა ქვეყანაში მრავალი სამოქალაქო სპეციალისტი, მათ შორის მსოფლიოში უდიდესი საელჩო დარჩება, რომელიც ბაღდადში მდებარეობს.
გამოდის, რომ ამერიკელ დიპლომატთა დაცვას აღარავინ უზრუნველყოფს - აშშ-ის არმია შინ დაბრუნდება, ერაყის არმია და პოლიცია კი, რომლის გაწვრთნაში მილიარდობით დოლარი და წლები დაიხარჯა, ამ სამუშაოს ჯერჯერობით ვერ შეასრულებს. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო დეპარტამენტი ერაყში მყოფი თავისი თანამშრომლების დაცვას თავადვე უზრუნველყოფს.
სახელმწიფო დეპარტამენტმა პენტაგონს ვერტმფრენები ”შავი ზვიგენი”, ჯავშანმანქანები, სატვირთო-ბენზინმზიდები, მაღალტექნოლოგიური საძიებო-დაზვერვის სისტემები და სხვა სამხედრო ტექნიკური საშუალებები და აღჭურვილობა უკვე მოსთხოვა.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.