ნებისმიერი ტიპის ბირთვული დარტყმის მოსაგერიებლად აშშ მზად არ არის, ნათქვამია პენტაგონის ახალ მოხსენებაში.
მოხსენება თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, ბირთვული დარტყმის მოსაგერიებლად თავდაცვის საშუალებები გააძლიეროს. მოხსენების შინაარსი პენტაგონისთვის ”საგანგაშო ნიშანი უნდა იყოს”, - მიაჩნიათ მის ავტორებს.
დღეს ცივი ომისთვის დამახასიათებელი მუქარა აქტუალური აღარ არის და შედეგად, აშშ-ს უნარი, გაუმკლავდეს ბირთვულ დარტყმას, დაჩლუნგდა, - ნათქვამია მოხსენებაში.
აშშ გადაეჩვია ბირთვული მუქარისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ამ ცოდნის დეფიციტი მოხსენების ავტორებს საშიშად მიაჩნიათ.
”ქვეყანამ უკვე აღარ უწყის, როგორ მოიქცეს რადიაციის მოქმედების დროსაც კი. საამისოდ განსაზღვრული ტექნოლოგია მოძველდა, ამ საშულებებზე ახლა ნაკლები თანხები იხარჯება, ვიდრე წინათ”, - ნათქვამია მოხსენებაში.
მრავალ ფაქტორთა შორის მოხსენება მიუთითებს იმ ფაქტზეც, რომ სპარსეთის ყურის პირველი ომის შემდეგ თავდაცვის სამინისტრო ჩვეულებრივ შეიარაღებაზე აკეთებდა აქცენტს და ბირთვული პრობლემები ნაკლებად ადარდებდა.
მოხსენება აღნიშნავს, რომ არაბირთვული სამხედრო პოტენციალის ზრდამ, შესაძლოა, აშშ-ის მტრები ბირთვული ტაქტიკისკენ წააქეზოს და ამიტომ თავდაცვის სამინისტროს მოუწოდებს, უარი თქვას ბირთვული გაუვრცელებლობის პრობლემებისადმი ზერელე დამოკიდებულებაზე.
მომზადებულია inosmi.ru-ს მიხედვით.