აშშ-ის კონგრესმა ავღანეთის ომისთვის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა ავღანეთის ომისთვის ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრებმა ავღანეთის სამხედრო კონტინგენტისთვის ბიუჯეტის გაზრდის შესახებ პრეზიდენტ ობამას მიერ წარდგენილი კანონპროექტი დაამტკიცეს. ამის შესახებ ტელეკომპანია "ბი-ბი-სი" იუწყება.

308 ხმით 114-ის წინააღმდეგ, გადაწყდა, რომ ავღანეთში დამატებით გაგზავნილი 30 ათასი სამხედრო მოსამსახურისათვის 33,5 მილიარდი დოლარი გამოიყოფა. კანონპროექტი ძალაში პრეზიდენტ ობამას ხელმოწერის შემდეგ შევა. ავღანეთში კი, "ვიკილიკსის" მიერ გამოქვეყნებული საიდუმლო დოკუმენტების შემდეგ აცხადებენ, რომ ეს ომი აშშ-ს მეტისმეტად ძვირი უჯდება.

გასულ წელს ამერიკის კონგრესმა ერაყსა და ავღანეთში სამხედრო ოპერაციებისათვის 130 მილიარდი დოლარი გამოყო, 2001 წლიდან კი საომარი მოქმედებებისათვის გამოყოფილმა თანხამ უკვე ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე