რუსეთი აზერბაიჯანს С-300-ის ორ დივიზიონს მიაწვდის

რუსეთი აზერბაიჯანს С-300-ის ორ დივიზიონს მიაწვდის

რუსეთი აზერბაიჯანს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის С-300 "ფავორიტის" ორ დივიზიონს მიაწვდის. ამის შესახებ გაზეთი "Ведомости" იტყობინება.

გამოცემის ცნობით, შესაბამისი კონტრაქტი აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ და "როსობორონექსპორტმა" ჯერ კიდევ შარშან გააფორმეს, თუმცა ის აქამდე გასაიდუმლოებული იყო. 

კონტრაქტის ღირებულება, გაზეთის მონაცემებით, 300 მილიონ დოლარს შეადგენს, რაც ყოფილ საბჭოთა ქვეყნებს შორის სამხედრო ტექნიკის სფეროში ყველაზე ძვირფასი ერთჯერადი შენაძენია.

გაზეთის ცნობით, კონტრაქტი უკვე ამოქმედდა და უახლოეს ორ წელიწადში შესრულდება.

ასეთი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები უკვე შეიძინეს ალჟირმა და ჩინეთმა. С-300-ის შეძენაზე შეთანხმება ხელმოწერილია ირანთანაც, თუმცა ის არ სრულდება, რისი მიზეზიც ირანისთვის სანქციების დაწესების თაობაზე გაეროს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუციაა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე