რუსული ბობმდამშენების გამოჩენამ კანადის სამხედრო საჰაერო ძალები შეაშფოთა

რუსული ბობმდამშენების გამოჩენამ კანადის სამხედრო საჰაერო ძალები შეაშფოთა

რუსული ბომბდამშენების Ту-95-ების კანადის საზღვართან გამოჩენა, რომლებიც რიგით პატრულირებას ახდენდნენ, კანადის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, - წერს The National Post.

როგორც კანადის თავდაცვის მინისტრმა პიტერ მაკეიმ განაცხადა, რუსული სტრატეგიული ბომბდამშენების გამოჩენამ კანადის სამხედრო საჰაერო ძალების წარმომადგენლები საკმაოდ შეაშფოთა. კვებეკის აეროდრომიდან უმალ ორი მოიერიშე CF-18 აფრინდა, რომლებიც რუსულ Ту-95-ებს აკონტროლებდნენ.

მაკკეის თქმით, კანადის საჰაერო საზღვრის სიახლოვეს რუსული სამხედრო თვითმფრინავები მანამდეც უნახავთ, თუმცა ამჯერად მათი ფრენის ტრაექტორია განსხვავებული და გარკვეულწილად, საგანგაშო იყო.

მინისტრის თქმით, ეინათ რუსული ბომბდამშენები, კანადის დასავლეთ სანაპიროსთან ჩნდებოდნენ, ამჯერად კი აღმოსავლეთ მხრიდან მოფრინდნენ. ჩრდილოეთ ამერიკის საჰაერო-კოსმოსური თავდაცვის შტაბში ფრენის ამ უჩვეულო ტრაექტორიის გათვალისწინებით დაადგინეს, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა ცაში, სულ ცოტა, 40 საათი მაინც დაჰყვეს.

მაკკეის თქმით, რუსულ მხარეს კანადის სამხედრო საჰაერო ძალებისთვის Ту-95-ების ფრენების შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ მიუწოდებია. კანადაში რუსული დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლის თქმით, "ფრენები საერთაშორისო საჰაერო სივრცეში წარიმართა და ამრიგად, საშიში არაფერი მომხდარა".

რუსები ადასტურებენ, რომ ბომბდამშენ Ту-95МС-ების ფრენამ 40 საათს გასტანა, რაც ფრენის ხანგრძლივობის მხრივ რეკორდულია. რუსულმა ბომბდამშენებმა ატლანტიკის, ჩრდილოეთ ყინულოვან და წყნარ ოკეანეებს, ასევე იაპონიის ზღვას გადაუფრინეს.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე